რომელი ვირუსია საქართველოში ამჟამად ყველაზე გავრცელებული?

© photo: Sputnik / Stringerივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2023
გამოწერა
გრიპის შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, აცხადებს სპეციალისტი.
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. დღეს საქართველოში ძირითადად H3N2 ტიპის, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ქვეყანაში რესპირაციული ვირუსების პიკი, როგორც წესი, დეკემბერ-იანვარზე მოდის.

„ძირითადი ვირუსი – ეს არის გრიპის ვირუსი. ამ ვირუსების გაყოფას თუ შევხედავთ, ყველაზე დიდი რაოდენობით არის H3N2 ტიპის, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 33 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში და ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება დეკემბრის თვე“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსს, მისი ხვედრითი წილი 9,8 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა, თუმცა შესაძლებელია კორონავირუსი გახდეს ისეთივე სეზონური ვირუსი, როგორიც გრიპის ვირუსია.
„შესაძლებელია, ჩვენ პანდემიის დასასრულის შესახებ 2023 წელს მოვისმინოთ ჯანმოსგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრება. ის იქნება, ჩვენ მას შევეჩვევით, ყოველწლიურად ალბათ შევებრძოლებით ვაქცინაციის საშუალებით“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.
მისი თქმით, წლევანდელი წელი ამ მხრივ შეიძლება იყოს გამორჩეული და უკვე შეიძლება პირველად ვთქვათ, რომ კორონავირუსი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იყო ვირუსებს შორის ერთ-ერთი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – წამყვანი.
„თუ გრიპსა და კორონავირუსს შევადარებთ, 5-ჯერ მეტია გრიპი, ვიდრე კორონავირუსი. პანდემიის წლებში ასე არ იყო. კორონავირუსის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა სეზონურობის განმარტება, რადგან ჩვენ 2022 წელს გვქონდა არა ერთი, არამედ ორი პიკი. კორონავირუსისგან განსხვავებით, გრიპი უფრო ბავშვებში ცირკულირებს. კორონავირუსი არ არის ბავშვების ვირუსი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0