https://sputnik-georgia.com/20230104/finansta-saministro-sapensio-sesxebze-saprocento-ganakveti-semcirdeba-273656826.html
ფინანსთა სამინისტრო: საპენსიო სესხებზე პროცენტული განაკვეთი კიდევ შემცირდება
ფინანსთა სამინისტრო: საპენსიო სესხებზე პროცენტული განაკვეთი კიდევ შემცირდება
Sputnik საქართველო
1 იანვრიდან „ლიბერთი ბანკში" საპენსიო სესხებზე პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე შემცირდა. 04.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-04T19:38+0400
2023-01-04T19:38+0400
2023-01-04T20:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_0:58:1500:902_1920x0_80_0_0_ff9f22ef375c511a2ac7ff92e65253e5.jpg
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველო განაგრძობს კეთილსაიმედო პირობების შექმნას პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.მისი თქმით, ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა, მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ყველაზე ძვირი საბანკო სერვისის – საპენსიო სესხების პროცენტულმა განაკვეთმა დაიწია და პენსიონერები სესხს შეღავათიანი პროცენტით აიღებენ. კერძოდ: თუ აქამდე „ლიბერთი ბანკში" პენსიონერები პენსიით უზრუნველყოფილ სესხს 35%-იანი დანამატით იღებდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 26%-მდე შემცირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ გავრცელდება.საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც აღნიშნულ საკითხზე არაერთი კონსულტაცია გამართეს მთავრობასთან.მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფო არ დაიშურებს ძალისხმევასა და თანხებს, რათა საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის სესხის პირობები მაქსიმალურად შეღავათიანი იყოს.2021 წლის ზაფხულიდან საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების განაკვეთის დაწევის გზებს.დღეს საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ენიშნებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსიის ოდენობა იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 295 ლარი იქნება, მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერებისთვის – 355 ლარი. 70 წელს ზემოთ პირები 365 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები კი 440 ლარს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_8bdce87e5ad36fa6ae255c16926b9247.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო: საპენსიო სესხებზე პროცენტული განაკვეთი კიდევ შემცირდება
19:38 04.01.2023 (განახლებულია: 20:35 04.01.2023) 1 იანვრიდან „ლიბერთი ბანკში" საპენსიო სესხებზე პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე შემცირდა.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველო განაგრძობს კეთილსაიმედო პირობების შექმნას პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
მისი თქმით, ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა, მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.
„გახსოვთ, 150-პროცენტიანი სესხი გაიცემოდა პენსიონერებზე და სახელმწიფო პოლიტიკა ყურადღების მიღმა ტოვებდა ამ საკითხებს. მაგრამ ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ყველაფერს აკეთებს, რათა გაიზარდოს პენსია და იყოს უზრუნველყოფილი სიბერე, ღირსეული პირობები ასაკოვანი ხალხისთვის, აგრეთვე ცდილობს საპროცენტო განაკვეთების დაწევას... ეს ფაქტია და ჩვენ წლიდან წლამდე დავინახავთ, რომ მეტად შემცირდება საპროცენტო განაკვეთი სესხებზე და გაიზრდება პენსია“, — განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ყველაზე ძვირი საბანკო სერვისის – საპენსიო სესხების პროცენტულმა განაკვეთმა დაიწია და პენსიონერები სესხს შეღავათიანი პროცენტით აიღებენ. კერძოდ: თუ აქამდე „ლიბერთი ბანკში" პენსიონერები პენსიით უზრუნველყოფილ სესხს 35%-იანი დანამატით იღებდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 26%-მდე შემცირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ გავრცელდება.
საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც აღნიშნულ საკითხზე არაერთი კონსულტაცია გამართეს მთავრობასთან.
მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფო არ დაიშურებს ძალისხმევასა და თანხებს, რათა საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის სესხის პირობები მაქსიმალურად შეღავათიანი იყოს.
„ამ ეტაპზე ახალი ნაბიჯები ყველა ახალ გაცემულ სესხთან დაკავშირებით იმოქმედებს. რაც შეეხება ძველ სესხებს, სახელმწიფო ამ მიმართულებითაც გააგრძელებს მუშაობას, თანამშრომლობას და შევხედოთ – ეროვნული ბანკი, სახელმწიფო, „ლიბერთი ბანკი“ შევძლებთ საერთო გზების გამონახვას, რომ მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესება ყველა მიმართულებით გახდეს შესაძლებელი“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
2021 წლის ზაფხულიდან საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების განაკვეთის დაწევის გზებს.
დღეს საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ენიშნებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსიის ოდენობა იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 295 ლარი იქნება, მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერებისთვის – 355 ლარი. 70 წელს ზემოთ პირები 365 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები კი 440 ლარს.