https://sputnik-georgia.com/20230103/tbilisis-centrsi-avtomobilebis-mozraoba-droebit-seizrudeba-273635672.html
თბილისის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
სამუშაოების პერიოდში კაკაბაძის N14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ქვეითები შეძლებენ შეუერხებლად გადაადგილებას. 03.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-03T16:56+0400
2023-01-03T16:56+0400
2023-01-03T16:56+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251648007_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_f07b98cfc72edadc8e0f38df4b45c44a.jpg
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. თბილისის ცენტრში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მერიის ცნობით, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის N14-თან წყლის ქსელზე დაგეგმილია გადაუდებელი სამუშაოები, რის გამოც 4 იანვრის 00:00-დან 5 იანვრის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.უწყების ინფორმაციით, კაკაბაძის ქუჩიდან მაყაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებიან მთაწმინდის, ბესიკის, ჭონქაძის, ჩიტაძის, 9 აპრილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით, ხოლო თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ერისთავის, ხოშტარიასა და გოგებაშვილის ქუჩების გავლით, მაყაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.მაყაშვილის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირზე გადაადგილება შეეძლებათ ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ალექსანდრე ჭავჭავაძის, ბესიკის, ოძელაშვილისა და მთაწმინდის ქუჩების საშუალებით. ასევე თავისუფლების მოედნიდან ლეონიძის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, ამაღლებისა და ჭონქაძის ქუჩების გამოყენებით.აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, კაკაბაძის N14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ქვეითები შეძლებენ შეუერხებლად გადაადგილებას.შეზღუდვები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. კერძოდ, ავტობუსი N383 გადაადგილდება მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ მაყაშვილის ქუჩამდე, რის შემდეგაც ზანდუკელის ქუჩაზე დატრიალებით, მოძრაობას გააგრძელებს ბარნოვის ქუჩაზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით“. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად.რაც შეეხება მიკროავტობუს N408-ს, რუსთაველის გამზირი N52-ის ნაცვლად ბოლო გაჩერება ექნება N37-თან, საიდანაც თავისუფლების მოედნისა და ლეონიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს. შემდეგ ამაღლების ქუჩის გავლით დაუკავშირდება ჭონქაძის ქუჩას და კაკაბაძის ქუჩის N14-მდე გადაადგილდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მგზავრებს ანალოგიური მარშრუტით მოემსახურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251648007_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4892d006e0e9a3f73dd61198561280ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სამუშაოების პერიოდში კაკაბაძის N14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ქვეითები შეძლებენ შეუერხებლად გადაადგილებას.
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. თბილისის ცენტრში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის N14-თან წყლის ქსელზე დაგეგმილია გადაუდებელი სამუშაოები, რის გამოც 4 იანვრის 00:00-დან 5 იანვრის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
უწყების
ინფორმაციით, კაკაბაძის ქუჩიდან მაყაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებიან მთაწმინდის, ბესიკის, ჭონქაძის, ჩიტაძის, 9 აპრილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით, ხოლო თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ერისთავის, ხოშტარიასა და გოგებაშვილის ქუჩების გავლით, მაყაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.
მაყაშვილის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირზე გადაადგილება შეეძლებათ ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ალექსანდრე ჭავჭავაძის, ბესიკის, ოძელაშვილისა და მთაწმინდის ქუჩების საშუალებით. ასევე თავისუფლების მოედნიდან ლეონიძის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, ამაღლებისა და ჭონქაძის ქუჩების გამოყენებით.
აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, კაკაბაძის N14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ქვეითები შეძლებენ შეუერხებლად გადაადგილებას.
შეზღუდვები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. კერძოდ, ავტობუსი N383 გადაადგილდება მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ მაყაშვილის ქუჩამდე, რის შემდეგაც ზანდუკელის ქუჩაზე დატრიალებით, მოძრაობას გააგრძელებს ბარნოვის ქუჩაზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით“. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად.
რაც შეეხება მიკროავტობუს N408-ს, რუსთაველის გამზირი N52-ის ნაცვლად ბოლო გაჩერება ექნება N37-თან, საიდანაც თავისუფლების მოედნისა და ლეონიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს. შემდეგ ამაღლების ქუჩის გავლით დაუკავშირდება ჭონქაძის ქუჩას და კაკაბაძის ქუჩის N14-მდე გადაადგილდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მგზავრებს ანალოგიური მარშრუტით მოემსახურება.