https://sputnik-georgia.com/20230103/svanetshi-momxdar-mkvlelobaze-brali-or-pirs-wauyenes-273640554.html
სვანეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
სვანეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
მესტიის სოფელ ეცერში ორი გვარის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ერთი პირი 03.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-03T21:37+0400
2023-01-03T21:37+0400
2023-01-03T21:37+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მესტიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა მიმდინარე წლის 1 იანვარს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მოხდა.უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს წარსულში არსებული უთანხმოების გამო ორ პირთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე პირს შორის ატყდა სროლა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი, კიდევ ერთმა პირმა კი სხეულის სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. ერთ-ერთ პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო მეორეს - 108-ე და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
სვანეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
მესტიის სოფელ ეცერში ორი გვარის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ერთი პირი
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მესტიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 1 იანვარს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მოხდა.
უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს წარსულში არსებული უთანხმოების გამო ორ პირთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე პირს შორის ატყდა სროლა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი, კიდევ ერთმა პირმა კი სხეულის სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. ერთ-ერთ პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო მეორეს - 108-ე და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.