ბასილაშვილმა წელი ინდოეთის ტურნირზე წაგებით დაიწყო

© courtesy of Georgian National Olympic Committeeნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გამოწერა
ბასილაშვილი შეხვედრის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ იტალიელმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი სეზონი საერთაშორისო ტურნირზე პუნაში წაგებით დაიწყო.
ტურნირის პირველ მატჩში ბასილაშვილმა იტალიელი მარკო ჩეკინატოს წინააღმდეგ ითამაშა.
ბასილაშვილი შეხვედრის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ იტალიელმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. მატჩი ორ სეტში დამთავრდა – 2:6, 2:6.
ახლა ქართველ ჩოგბურთელს ATP–ს რეიტინგში 91–ე ადგილი უკავია.
ATP–ს ტურნირის საპრიზო ფონდი 713.495 დოლარია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0