2023 წლის დღესასწაულები და უქმე დღეები

© photo: Sputnik / Edward Pesovქართული სუფრა
ქართული სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გამოწერა
საქართველოში დღესასწაულები უყვართ და მათი ორგანიზებაც საკმაოდ კარგად გამოსდით...ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაერთოს, დატკბეს ლამაზი მუსიკით, გარემოთი და ისიამოვნოს თითოეული წუთით
საქართველოში თითოეულ დღესასწაულს საინტერესო ტრადიციები უკავშირდება.
2023 წელს საქართველოში 116 ოფიციალური უქმე დღე იქნება, მათგან 105 შაბათ-კვირებზე მოდის.
საქართველოს კანონმდებლობით, სადღესასწაულო კალენდარული უქმეებისხვა თარიღზე არ გადადის, შესაბამისად, 2023 წელს ქვეყნის მოსახლეობას ოთხი დღით ნაკლები დასვენების დღე ექნება.
2023 წელს არის 249 ოფიციალური სამუშაო დღე.
ყველაზე გრძელვადიანი უქმეები აპრილში, აღდგომის დღესასწაულზე იქნება - საქართველოს მოქალაქეები ზედიზედ ოთხი დღე დაისვენებენ.
დღესასწაულები 2023 წელს
1 და 2 იანვარი - ახალი წელი. ეს დღეები ოფიციალური უქმეებია.
2 იანვარი - ბედობა. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას. საქართველოში, ისევე როგორც ძველად, ახლაც მიაჩნიათ, როგორი განწყობითა და ხალისითაც შეხვდებიან ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებენ. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევს. მეკვლე კარგი ოჯახის შვილი, ზრდილი, კეთილშობილი, წარმატებული ადამიანი უნდა იყოს.
7 იანვარი - ქრისტეშობა. მართლმადიდებლური დღესასწაული და ოფიციალური უქმე დღე. შობის ღამეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი საქართველოში ფანჯარასთან სანთელს ანთებს. ეს არის ქრისტეს ნათელის სიმბოლო, რომელიც ყველას ნათელს ჰფენს. ამ დღეს იმართება სადღესასწაულო მსვლელობა „ალილო“.
14 იანვარი - სახელმწიფო დროშის დღე. ეს თარიღი უქმე არ არის. ეს თარიღიპირველად 2012 წელს აღინიშნა. საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. იმავე დღეს აღმართესის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველიქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრიდა შავიზოლებით, ხოლო14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.
19 იანვარი - ნათლისღების დღესასწაული. ნათლისღებაასევე სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.
27 იანვარი - ნინოობა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – „ნინოობას“ აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება.
3 მარტი - დედის დღე. სახელმწიფო დღესასწაული და ოფიციალური უქმე დრე. დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, სახელმწიფო დღესასწაული და ოფიციალური უქმე დღე. 8 მარტმა დღესასწაული სტატუსი 2002 წელს დაიბრუნა.
9 აპრილი - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. ეს თარიღი უქმე დღეს არის გამოცხადებული.
9 აპრილი - ბზობა. დიდმარხვისმეექვსეკვირადღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას.
15 აპრილი - სიყვარულის დღე დაწესდა 1993 წელს ჟურნალისტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით, როგორც ევროპული „ვალენტინობის“ ალტერნატივა. ეს დღე უქმე არ არის.
14-17 აპრილი - საქართველოში სააღდგომო უქმეები წითელ პარასკევს იწყება. 17 აპრილს კი მიცვალებულთა ხსენების დღეა. საქართველოში ეს დღეები უქმედ არის გამოცხადებული.
16 აპრილი - აღდგომა. იგი ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი რელიგიური დღესასწაულია. აღდგომის დღესასწაული იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება, რაც ბიბლიური ისტორიისა და ქრისტიანობის საფუძველია.
6 მაისი - გიორგობა. 6 მაისი წმინდადიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. იგი უქმე დღედ არ არის გამოცხადებული.
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. იგი ოფიციალური უქმე დღეა. ძირითადი ღონისძიებები ვაკის პარკში იმართება, სადაც ვეტერანები უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან.
12 მაისი - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და ოფიციალურად უქმე დღეა.
14 მაისი - თამარობა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამ დღეს ქართველების ერთ-ერთ საყვარელ, წმინდანად შერაცხულ თამარ მეფეს მოიხსენიებს. საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და გაბრწყინებული, როგორც თამარის მეფობის ხანაში — 1184-1213 წლებში. თამარ მეფემ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანობა სრულიად საქართველოს რელიგია ყოფილიყო. ქართულმა ეკლესიამ ამ ზრუნვისა და გულუხვობისთვის თამარი წმინდანად შერაცხა და 14 მაისი დაადგინა მისი ხსენების დღედ.
22 მაისი - ნიკოლოზობა. წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის დღე. უქმედ არ არის გამოცხადებული. მართლმადიდებლური ეკლესია ამ დღეს აღნიშნავსაღმოყვანებასნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში, რომელიც 1087 წელს შედგა.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს დღე სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.
1 ივნისი - ნინოობა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 1 ივნისს წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს ზეიმობს. ეს დღეს უქმედ არ არის გამოცხადებული.
12 ივლისი - ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამ დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულს – პეტრე-პავლობას აღნიშნავს.
28 აგვისტო - მარიამობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება. საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად მიიჩნევა.
14 ოქტომბერი - მცხეთობა-სვეტიცხოვლობა. ქრისტესკვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება. 14 ოქტომბერი სახელმწიფო დღესასწაული და ოფიციალური უქმე დღეა. ამ დღეს რელიგიური დღესასწაულის ცენტრი მცხეთა და სვეტიცხოვლის ტაძარია.
23 ნოემბერი - წმიდა გიორგის ხსენების დღე, გიორგობა. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული
13 დეკემბერი - საქართველოსგანმანათლებლის, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე.ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება.
17 დეკემბერი - წმინდა ბარბარეს ხსენების დღე, ბარბარობა. ამ დღეს ბევრ ქართულ ოჯახში, ხალხური ტრადიციისამებრ, ლობიანს აცხობენ და ბარბარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რიტუალს – მეკვლეობის წესს იცავენ.
19 დეკემბერი - ნიკოლოზობა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ეს დღე უქმედ არ არის გამოცხადებული.
ყველა ახალი ამბავი
0