ქართული კერძები TasteAtlas-ს ტოპ-100-ში: გამოქვეყნდა მსოფლიოს ტრადიციული კერძების ასეული

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული სადღესასწაულო სუფრა
ქართული სადღესასწაულო სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2023
გამოწერა
ასეულში, რომელიც მომხმარებელთა გემოვნებით დგება, შესულია ქართული ეროვნული კერძებიც
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ტრადიციული კერძების მსოფლიო ატლასმა TasteAtlas-მა 2022 წლის შედეგები დააჯამა და მსოფლიოს ეროვნული კერძების ტოპ-100წარმოადგინა.
TasteAtlas-ის კულინარიულ გიდში თავმოყრილია ავთენტური რეცეპტები, კულინარიული კრიტიკოსების შეფასებები და ასევე პოპულარული კერძებისა და ინგრედიენტების შესახებ სტატიები.
გასული წლის საუკეთესო ტრადიციული კერძების ასეული, ჩვეულებისამებრ, მომხმარებლების შეფასებების მიხედვით შედგა. მისი პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1.
იაპონური კარი
2.
ბრაზილიური პიკანია
3.
პორტუგალიური ამეიჟოა ა ბულაუ პატუ
4.
ჩინური ტანბაო
5.
ჩინური გუოტიე
6.
ტაილანდური პანანგ კარი
7.
პერუული სევიჩეს ასორტი
8.
ირანული გორმე საბზი
9.
თურქული ქაბაბი
10.
პერუული ა-ლა ბრასა
გარდა ამისა, საუკეთესო კერძების ასეულში TasteAtlas-ის მკითხველებმა დაასახელეს ქართული ხინკალი და ხაჭაპური.
როგორც აღწერილობაშია ნათქვამი, ხინკალი და ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ყველაზე პოპულარული ეროვნული კერძებია, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა რეცეპტებით მზადდება.
გარდა ამისა, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ასევე ტრადიციული ხინკლის ჭამის წესიც, რომლის მიხედვითაც მისი „კუჭი“ არ იჭმება — ეს მხოლოდ ხელის მოსაკიდებელი „ინსტრუმენტია“, რომელიც თეფშზე უნდა დარჩეს.
წყარო: TasteAtlas
ყველა ახალი ამბავი
0