GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

© courtesy of Georgian Water and Power
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2023
გამოწერა
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. კახეთის გზატკეცილზე GWP-ის წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, თბილისი ზოგ რაიონს დღეს გვიან ღამემდე შეუწყდება წყალმომარაგება, აცხადებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“.
როგორც კომპანიის განცხადებაში აღნიშული, გადაუდებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის და წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
GVP-ის ცნობით, 2 იანვრის ღამის 23:50 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კახეთის გზატკეცილის ნაწილს, ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტისა და ალექსეევკის დასახლებებს, თვალჭრელიძის, ღლონტის, ფრანგულიანისა და მიმდებარე ქუჩებს.
ყველა ახალი ამბავი
0