ახალი წლის პირველ დღეს უწყლოდ – თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეუწყდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2023
გამოწერა
წყლის მიწოდება წყალსადენის ქსელში დაზიანების აღდგენის სამუშაოების გამო შეწყდა.
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი“ (GWP,Georgian water and power) თბილისის ცენტრალური რაიონების მოსახლეობას ახალი წლის პირველ დღეს წყლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს.
კომპანია აბონენტებს ინფორმაციას წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ წინასწარ აცნობს SMS–შეტყობინებების მეშვეობით.
წყალმომარაგება შეუწყდა დღეს სამგორის, გლდანის, ვაკისა და საბურთალოს ნაწილს.
ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0