თავდაცვის მინისტრი ახალ წელს ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა

© Ministry of Defence of Georgia ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2023
გამოწერა
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ახალი, 2023 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს მიმართეს, სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.
ყველა ახალი ამბავი
0