საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციას უარყოფითი მნიშვნელობა აქვს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2023
გამოწერა
ბოლო ოთხ კვარტალში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი წლიური მშპ-ის 116,2%-ს შეადგენს.
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოსწმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, უარყოფითი მნიშვნელობა აქვს და 26,6 მლრდ აშშდოლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია – ეს არის სხვაობა უცხოეთში ქვეყნის რეზიდენტების კუთვნილი აქტივების ღირებულებასა და მოცემულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში არსებულ აქტივებს შორის. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, ისევე, როგორც საგადასახადო ბალანსი, იძლევა ინფორმაციას დანარჩენ მსოფლიოსთან ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შეფასებისთვის.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მაჩვენებელი 288 მლნ დოლარით გაუმჯობესდა. თუმცა ბოლო ოთხ კვარტალში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი წლიური მშპ-ის 116,2%-ს შეადგენს.
საერთო საერთაშორისო აქტივები შეადგენს 13,4 მლრდ დოლარს, რაც 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე 1,1 მლრდ დოლარით მეტია.
მთლიანმასაერთაშორისო ვალდებულებებმა 39,9 მლრდ დოლარიშეადგინა. ვალდებულებები, 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 846,2 მლნ დოლარითგაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0