ილია მეორე: მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2023
გამოწერა
უწმინდესმა გაmოთქვა იმედი, რომ ყველა ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს და საქართველოს მშვიდობიანი მომავალი უსურვა
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. თითოეული ერი და თითოეული ადამიანი თავად ირჩევს თავის მომავალს და ის მშვიდობიანი უნდა იყოს, ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საახალწლო მილოცვაში აღნიშნა.
„დაგვიდგა ახალი წელი. დღეს ჩვენ გვესმის დავით მეფის, წინასწარმეტყველის სიტყვები, „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, თავისი მომავალი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი“, - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.
ილია მეორეს იმედი აქვს, რომ ყველა ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს.
ყველა ახალი ამბავი
0