https://sputnik-georgia.com/20221231/ramdeni-adamiani-dasavda-dekembersi-piroteqnikit-guga-qasibaze-273590433.html
რამდენი ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით დეკემბერში: გუგა ქაშიბაძე
რამდენი ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით დეკემბერში: გუგა ქაშიბაძე
Sputnik საქართველო
ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პიროტექნიკის გამოყენება საშიშია. 31.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-31T15:58+0400
2022-12-31T15:58+0400
2022-12-31T15:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/85/247358525_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_622e7c910b45c5e697b6e33063b48630.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. დეკემბერში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.ქაშიბაძის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა მსუბუქი იყო და პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.ქაშიბაძე კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას და აღნიშნავს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია სიფრთხილის ზომების დაცვა პიროტექნიკის გამოყენებისას.პეტარდები და სხვა პიროტექნიკა საქართველოში ახალი წლის ზეიმის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მისი გამოყენება ხშირად იწვევს ტრავმებსა და დამწვრობას. ახალი წლის დღეებში მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იზრდება.კვირის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მომავალ წელს იქნება მიღებული. მან არ გამორიცხა, რომ საერთოდ აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება, რადგან ბევრი შემთხვევებია ტრავმის მიღების, განსაკუთრებით, ბავშვებში.საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, თავის მხრივ, არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ურჩია, არ გამოიყენოს პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეებში.საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვა არასრულწლოვნებისთვის 2019 წლიდან აიკრძალა.წელს საქართველომ 712 ტონა ფეიერვერკი, „ბენგალური ცეცხლი“, რაკეტა და სხვა პიროტექნიკული ნაკეთობა შეისყიდა, რომელიც 5,5 მლნ დოლარი დაჯდა. ეს წლების განმავლობაში რეკორდული თანხაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/85/247358525_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_dc976b21a5e5c0aacf976e7454b884f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
რამდენი ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით დეკემბერში: გუგა ქაშიბაძე
ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პიროტექნიკის გამოყენება საშიშია.
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. დეკემბერში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
ქაშიბაძის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა მსუბუქი იყო და პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„საბედნიეროდ, იყო უმნიშვნელო დამწვრობები. დაშავებულებს არ დასჭირვებიათ სტაციონარში მკურნალობა, თუმცა ჩვენი გამოცდილებით, სერიოზული შემთხვევები ჯერ კიდევ წინ არის“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ქაშიბაძე კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას და აღნიშნავს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია სიფრთხილის ზომების დაცვა პიროტექნიკის გამოყენებისას.
„მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი. ეს არ არის ნივთი, რომლითაც ოჯახში ბავშვები გაერთობიან. ფრთხილად უნდა იყვნენ. სულ რომ ზედმიწევნით დავიცვათ ინსტრუქცია, გარკვეული შემთხვევებისას მაინც შეიძლება, სერიოზული ტრავმა მივიღოთ. სჯობს, საერთოდ არ გაეკარონ და არ ააფეთქონ“, – აღნიშნა მან.
პეტარდები და სხვა პიროტექნიკა საქართველოში ახალი წლის ზეიმის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მისი გამოყენება ხშირად იწვევს ტრავმებსა და დამწვრობას. ახალი წლის დღეებში მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იზრდება.
კვირის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მომავალ წელს იქნება მიღებული. მან არ გამორიცხა, რომ საერთოდ აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება, რადგან ბევრი შემთხვევებია ტრავმის მიღების, განსაკუთრებით, ბავშვებში.
საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, თავის მხრივ, არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ურჩია, არ გამოიყენოს პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეებში.
საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვა არასრულწლოვნებისთვის 2019 წლიდან აიკრძალა.
წელს საქართველომ 712 ტონა ფეიერვერკი, „ბენგალური ცეცხლი“, რაკეტა და სხვა პიროტექნიკული ნაკეთობა შეისყიდა, რომელიც 5,5 მლნ დოლარი დაჯდა. ეს წლების განმავლობაში რეკორდული თანხაა.