მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ილონ მასკმა თავისი ქონების ნახევარზე მეტი დაკარგა: რა მოხდა

© AFP 2024 / BRITTA PEDERSENილონ მასკი
ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2022
გამოწერა
51 წლის ილონ მასკის კაპიტალის მოცულობა 137 მლრდ დოლარამდე შემცირდა
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელმაც 200 მილიარდი დოლარი დაკარგა, იუწყება სააგენტო Bloomberg.
„Tesla-ს აქციების ღირებულების 11%-იანი ვარდნის შემდეგ 51 წლის ბიზნესმენის კაპიტალი 137 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამჟამად მასკის ქონება 2021 წლის 4 ნოემბრის ნიშნულზეა და 340 მილიარდ დოლარს შეადგენს“, - იუწყება სააგენტო.
კომპანია Tesla Motors, რომელიც ქმნის ელექტრომობილებს და მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს, 2003 წელს შეიქმნა. ელექტრომობილების გარდა, კომპანია საკუთარი ტექნოლოგიით აწარმოებს ბატარეებსა და ელექტროძრავებს და აწვდის სხვა ავტოკომპანიებს, კერძოდ Toyota-სა და Daimler-ს.
ოქტომბერში მასკმა საბოლოოდ დახურა 44-მილარდიანი გარიგება სოციალური ქსელ Twitter-ის შესაძენად. ის აცხადებდა, რომ მოახდენდა ქსელის სარედაქციო პოლიტიკის ლიბერალიზაციას, რომელსაც აკრიტიკებდნენ მკაცრი ცენზურის გამო, და შექმნიდა კონტენტის მიდერაცის საბჭოს, ხოლო საბჭოს ამოქმედებამდე არ მიიღებდა რაიმე გლობალურ გადაწყვეტილებას სარედაქციო პოლიტიკისა და დაბლოკილი აკაუნტების აღდგენის შესახებ.
მასკი ასევე ვარაუდობდა, რომ სოციალური ქსელი უახლოეს პერიოდში „ბევრ სისულელეს ჩაიდენს“. კომპანიაში გეგმავენ „შეინარჩუნონ ის, რაც მუშაობს, და შეცვალონ ის, რაც არ მუშაობს“.
წყარო - Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0