https://sputnik-georgia.com/20221231/gardaicvala-romis-yofili-papi-benedwqt-xvi-273590797.html
გარდაიცვალა რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI
გარდაიცვალა რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI
საპატიო რომის პაპის დაკრძალვა 5 იანვარს გაიმართება 31.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-31T16:40+0400
2022-12-31T16:40+0400
2022-12-31T16:40+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
ვატიკანი
რომის პაპი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273590081_0:0:3115:1753_1920x0_80_0_0_56be76542aa76446fa1cab8637300d4c.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ემერიტუსი პაპი, ბენედიქტ XVI (ერისკაცობაში იოზეფ რატცინგერი) 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია წმინდა საყდრის ბეჭდვის სამსახურის უფროსი მატეო ბრუნიმ გაავრცელა.„გულისტკივილით გაუწყებთ, რომ დღეს 09:34 საათზე, ვატიკანის Mater Ecclesiae-ის მონასტერში საპატიო პაპი ბენედიქტ XVI გარდაიცვალა“, - განაცხადა მან.გარდაცვლილი პონტიფიკოსის ცხედარს წმინდა პეტრეს ტაძარში ორშაბათს, 2 იანვარს გადაასვენებენ. დაკრძალვა 5 იანვარს გაიმართება, ცერემონიას რომის პაპი ფრანცისკე გაუძღვება, განაცხადა ბრუნიმ.მისი თქმით, ოთხშაბათ საღამოს საპატიო პაპმა ზიარება მიიღო.ოთხშაბათს ვატიკანში, საყოველთაო აუდიენციის დროს რომის პაპმა ფრანცისკემ სთხოვა მორწმუნეებს ოლიცონ ბენედიქტ მე-16-სთვის, რადგან, მისი თქმით, ის ძალიან ავად იყო. მატეო ბრუნიმ აღნიშნა ამასთან დაკავშირებით, რომ საპატიო პონტიფიკოსის მდგომარეობა მისი ხანდაზმულობის გამო გაუარესდა. მოგვიანებით მედიამ შეიტყო, რომ პაპს სუნთქვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჯერ კიდევ კათოლიკურ შობამდე აღენიშნებოდა.ბენედიქტ XVI წმინდა საყდრის ტახტს 2005 წლის აპრილიდან 2013 წლის თებერვლამდე იკავებდა. 2013 წლის 11 თებერვალს გამართულ კონსისტორიაზე მან მოულოდნელად განაცხადა, რომ გადადგომას აპირებდა.
ვატიკანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273590081_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_838c4062cb671d090df8ba1ef1774973.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ვატიკანი , რომის პაპი
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ვატიკანი , რომის პაპი
გარდაიცვალა რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI
საპატიო რომის პაპის დაკრძალვა 5 იანვარს გაიმართება
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ემერიტუსი პაპი, ბენედიქტ XVI (ერისკაცობაში იოზეფ რატცინგერი) 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია წმინდა საყდრის ბეჭდვის სამსახურის უფროსი მატეო ბრუნიმ გაავრცელა.
„გულისტკივილით გაუწყებთ, რომ დღეს 09:34 საათზე, ვატიკანის Mater Ecclesiae-ის მონასტერში საპატიო პაპი ბენედიქტ XVI გარდაიცვალა“, - განაცხადა მან.
გარდაცვლილი პონტიფიკოსის ცხედარს წმინდა პეტრეს ტაძარში ორშაბათს, 2 იანვარს გადაასვენებენ. დაკრძალვა 5 იანვარს გაიმართება, ცერემონიას რომის პაპი ფრანცისკე გაუძღვება, განაცხადა ბრუნიმ.
მისი თქმით, ოთხშაბათ საღამოს საპატიო პაპმა ზიარება მიიღო.
ოთხშაბათს ვატიკანში, საყოველთაო აუდიენციის დროს რომის პაპმა ფრანცისკემ სთხოვა მორწმუნეებს ოლიცონ ბენედიქტ მე-16-სთვის, რადგან, მისი თქმით, ის ძალიან ავად იყო. მატეო ბრუნიმ აღნიშნა ამასთან დაკავშირებით, რომ საპატიო პონტიფიკოსის მდგომარეობა მისი ხანდაზმულობის გამო გაუარესდა. მოგვიანებით მედიამ შეიტყო, რომ პაპს სუნთქვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჯერ კიდევ კათოლიკურ შობამდე აღენიშნებოდა.
ბენედიქტ XVI წმინდა საყდრის ტახტს 2005 წლის აპრილიდან 2013 წლის თებერვლამდე იკავებდა. 2013 წლის 11 თებერვალს გამართულ კონსისტორიაზე მან მოულოდნელად განაცხადა, რომ გადადგომას აპირებდა.