https://sputnik-georgia.com/20221230/vin-waradgens-saqartvelos-veneciis-arqiteqturul-bienaleze-273571013.html
ვინ წარადგენს საქართველოს ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე
ვინ წარადგენს საქართველოს ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე
Sputnik საქართველო
პროექტის იდეა სრულად ეხმიანება ბიენალეს კონცეფციასა და ძირითად თემას – „მომავლის ლაბორატორია“. 30.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-30T17:36+0400
2022-12-30T17:36+0400
2022-12-30T21:12+0400
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271828446_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_b6fe3a6ff540dd0f1e639e0c91e05acf.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თბილისში შესარჩევი კონკურსით გამოავლინეს გამარჯვებული პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნულ პავილიონში იქნება წარდგენილი ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე.პროექტს ეწოდება „იანვარი, თებერვალი, მარტი“. ის წარმოადგინა „თბილისის არქიტექტურის ბიენალეს“ (Tbilisi Architecture Biennale) ავტორთა ჯგუფმა: გიორგი შუკაკიძემ, თინათინ გურგენიძემ, ოთო ნემსაძემ.პროექტი მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით სიმბოლურად ფოკუსირდება წყალსაცავებზე, მათ გაჩენასა და მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე, აღნიშნეს უწყებაში.პროექტის გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოვლინდა. მან საკონკურსო კომისიის ხმების უმრავლესობა მიიღო. სულ კონკურსზე შეტანილი იყო 17 განაცხადი. საკონკურსო კომისიამ თავდაპირველად შეარჩია ხუთი პროექტი და შემდეგ – საუკეთესო ამ ხუთიდან.„კულტურის სამინისტრო ულოცავს კონკურსში გამარჯვებას შემოქმედებით და საორგანიზაციო გუნდს და წარმატებებს უსურვებს ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეა სრულად ეხმიანება ბიენალეს კურატორის ლესლი ლოკოს კონცეფციასა და მთავარ თემას – „მომავლის ლაბორატორია“.ვენეციის არქიტექტურული ბიენალე 2023 წლის 20 მაისს გაიხსნება და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ეროვნულ პავილიონში ასევე მოეწყობა მხატვრული რეზიდენცია, სადაც ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ 30 წლამდე ასაკის მხატვრები. მათაც კონკურსის მეშვეობთ შეარჩევენ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271828446_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_34bc0c0ff05ee96169d08c8058072590.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
ვინ წარადგენს საქართველოს ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე
17:36 30.12.2022 (განახლებულია: 21:12 30.12.2022) პროექტის იდეა სრულად ეხმიანება ბიენალეს კონცეფციასა და ძირითად თემას – „მომავლის ლაბორატორია“.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თბილისში შესარჩევი კონკურსით გამოავლინეს გამარჯვებული პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნულ პავილიონში იქნება წარდგენილი ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე.
პროექტს ეწოდება „იანვარი, თებერვალი, მარტი“. ის წარმოადგინა „თბილისის არქიტექტურის ბიენალეს“ (Tbilisi Architecture Biennale) ავტორთა ჯგუფმა: გიორგი შუკაკიძემ, თინათინ გურგენიძემ, ოთო ნემსაძემ.
„პროექტი „იანვარი, თებერვალი, მარტი” იკვლევს დროის დინებისა და ენერგიის ურთიერთმიმართებას, თვითნაბადი სიცოცხლის – ენერგიის, მისი ათვისების, განაწილებისა და შენარჩუნების ადამიანურ მეთოდებს, ენერგიის პოლიტიკას, ამ პოლიტიკის დროებითობასა თუ მუდმივობას ისტორიულ რეალობაში“, – აღნიშნეს კულტურის სამინისტროში.
პროექტი მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით სიმბოლურად ფოკუსირდება წყალსაცავებზე, მათ გაჩენასა და მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე, აღნიშნეს უწყებაში.
პროექტის გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოვლინდა. მან საკონკურსო კომისიის ხმების უმრავლესობა მიიღო. სულ კონკურსზე შეტანილი იყო 17 განაცხადი. საკონკურსო კომისიამ თავდაპირველად შეარჩია ხუთი პროექტი და შემდეგ – საუკეთესო ამ ხუთიდან.
„კულტურის სამინისტრო ულოცავს კონკურსში გამარჯვებას შემოქმედებით და საორგანიზაციო გუნდს და წარმატებებს უსურვებს ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეა სრულად ეხმიანება ბიენალეს კურატორის ლესლი ლოკოს კონცეფციასა და მთავარ თემას – „მომავლის ლაბორატორია“.
ვენეციის არქიტექტურული ბიენალე 2023 წლის 20 მაისს გაიხსნება და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ეროვნულ პავილიონში ასევე მოეწყობა მხატვრული რეზიდენცია, სადაც ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ 30 წლამდე ასაკის მხატვრები. მათაც კონკურსის მეშვეობთ შეარჩევენ.