Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების ფასი გაზარდა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanთეიმურაზ გადელია
თეიმურაზ გადელია - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ონლაინ-გამოცემა მიმდინარე ტრანსფერებს აკვირდება და გუნდების სავარაუდო შეფასებას აქვეყნებს.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. 2022 წელი ისტორიული აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის – წამყვანმა გერმანულმა სპორტულმა პორტალმა Transfermarkt-მა გუნდის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 114,75 მილიონ ევრომდე გაზარდა, რაც ნაკრებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
Transfermarkt ზემოხსენებულ შეფასებას 20 წელზე მეტია აკეთებს და ამ პერიოდში საქართველოს ნაკრების ღირებულება, ჩვეულებრივ, 30-დან 55 მილიონ ევრომდე მერყეობდა.
2022 წლის შეფასების თანახმად კი, საქართველოს ნაკრები ახლა უფრო ძვირია, ვიდრე ერთა ლიგის A ჯგუფის გუნდები – უნგრეთი (105,20 მლნ ევრო) და ჩეხეთი (94,13 მლნ ევრო).
საქართველოს ნაკრები В დივიზიონის ბევრ ისეთ ცნობილ გუნდს უსწრებს, როგორიცაა სლოვენია (112,30 მლნ ევრო), ირლანდია (108,60 მლნ ევრო), ალბანეთი (91,75), რუმინეთი (75,20 მლნ ევრო), ბოსნია (89,23 მლნ ევრო), ისლანდია (32,0 მლნ ევრო) და ისრაელი (31,95 მლნ ევრო).
ყველა ახალი ამბავი
0