https://sputnik-georgia.com/20221230/tbilisis-meriis-tanamsromlebis-xelfasebis-zrda-gagrzeldeba-kalaze-273568821.html
თბილისის მერიის თანამშრომლების ხელფასების ზრდა 2023 წელს გაგრძელდება - კახა კალაძე
თბილისის მერიის თანამშრომლების ხელფასების ზრდა 2023 წელს გაგრძელდება - კახა კალაძე
Sputnik საქართველო
მერმა განაცხადა, რომ ხელფასების ზრდა მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების თანამშრომლებს შეეხება. 30.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-30T16:44+0400
2022-12-30T16:44+0400
2022-12-30T20:32+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272078277_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_01ee602a7876977bd444296b26c8dbd5.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მოსამატებლად 2023 წელს დამატებით თანხებს გამოყოფს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად სულ მცირე 10 პროცენტით მოიმატებს.მერმა შეახსენა თანამშრომლებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის, მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა თითოეულ საკითხზე მუშაობისას, თითოეული მოქალაქის მიმართვის განხილვის, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას.„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძირითადად ეხება და ცვლის არა ერთი ან ორი, არამედ ათასობით მოქალაქის ყოფას“, – განაცხადა კახა კალაძემ.კალაძის თქმით, ხელფასების ზრდა მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების თანამშრომლებს შეეხება.საჯარო მოხელეებს ხელფასი 10%-ით 2022 წლის 1 იანვრიდან აქვთ გაზრდილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272078277_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_86b34805db31c6687c5c58bd2d703a2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისის მერიის თანამშრომლების ხელფასების ზრდა 2023 წელს გაგრძელდება - კახა კალაძე
16:44 30.12.2022 (განახლებულია: 20:32 30.12.2022) მერმა განაცხადა, რომ ხელფასების ზრდა მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების თანამშრომლებს შეეხება.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მოსამატებლად 2023 წელს დამატებით თანხებს გამოყოფს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად სულ მცირე 10 პროცენტით მოიმატებს.
„ამის მიზანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მეტი სტიმული და ინტერესი, დარჩნენ აღნიშნულ სექტორში, ემსახურონ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, გაზარდონ მათი საქმიანობის ეფექტიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა შეახსენა თანამშრომლებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის, მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა თითოეულ საკითხზე მუშაობისას, თითოეული მოქალაქის მიმართვის განხილვის, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძირითადად ეხება და ცვლის არა ერთი ან ორი, არამედ ათასობით მოქალაქის ყოფას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ხელფასების ზრდა მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების თანამშრომლებს შეეხება.
საჯარო მოხელეებს ხელფასი 10%-ით 2022 წლის 1 იანვრიდან აქვთ გაზრდილი.