https://sputnik-georgia.com/20221230/sunamoebi-romlebic-mamakacebsa-da-qalebs-seqsualur-vnebas-aruzravs-273574124.html
ვნების აღმძვრელი და სექსუალური: დასახელდა ქალებისა და მამაკაცების საყვარელი სურნელები
ვნების აღმძვრელი და სექსუალური: დასახელდა ქალებისა და მამაკაცების საყვარელი სურნელები
Sputnik საქართველო
მასშტაბურმა გამოკითხვამ ცხადყო, რომელი სურნელი აღუძრავს ყველაზე ძლიერ სექსუალურ ვნებას მამაკაცებსა თუ ქალებს. 30.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-30T17:01+0400
2022-12-30T17:01+0400
2022-12-30T20:44+0400
სასარგებლო რჩევები
ქალი და მამაკაცი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1e/273573916_0:139:2047:1290_1920x0_80_0_0_5d0ff411414604792b94a046f185e30c.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ახალმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, მამაკაცისა და ქალის რომელი სუნამოები მიიჩნევა ყველაზე მიმზიდველად და სექსუალურად, ამიტომ თუ სუნამოს შეცვლას ან მის ვინმესთვის ჩუქებას აპირებთ, კარგი იქნება, თუ კვლევის შედეგებს გაეცნობით, წერს გამოცემა Mirror. როგორც ირკვევა, გამოცემამ მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც დაახლოებით 4000 ადამიანი მონაწილეობდა – როგორც მამაკაცები, ისე ქალები. აღმოჩნდა, რომ: რაც შეეხება ქალების არჩევანს, მათი „სურნელთა უპირატესობა“ ასე გადანაწილდა:აღსანიშნავია ისიც, რომ, ექსპერტების აზრით, რიგ სუნამოებს საპირისპირო ეფექტი აქვთ — აფრთხობენ არა მარტო პოტენციურ პარტნიორს, არამედ უბრალოდ თანამოსაუბრესაც კი. ასეთ სურნელებს შორისაა: საკმევლის, აგარის ხის, ასევე „ვინტაჟური სუნამოების“ არომატები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1e/273573916_0:241:2047:1776_1920x0_80_0_0_06085f1029ca8b06abff753fc9fe82aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ქალი და მამაკაცი
სასარგებლო რჩევები , ქალი და მამაკაცი
ვნების აღმძვრელი და სექსუალური: დასახელდა ქალებისა და მამაკაცების საყვარელი სურნელები
17:01 30.12.2022 (განახლებულია: 20:44 30.12.2022) მასშტაბურმა გამოკითხვამ ცხადყო, რომელი სურნელი აღუძრავს ყველაზე ძლიერ სექსუალურ ვნებას მამაკაცებსა თუ ქალებს.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ახალმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, მამაკაცისა და ქალის რომელი სუნამოები მიიჩნევა ყველაზე მიმზიდველად და სექსუალურად, ამიტომ თუ სუნამოს შეცვლას ან მის ვინმესთვის ჩუქებას აპირებთ, კარგი იქნება, თუ კვლევის შედეგებს გაეცნობით, წერს გამოცემა Mirror.
როგორც ირკვევა, გამოცემამ მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც დაახლოებით 4000 ადამიანი მონაწილეობდა – როგორც მამაკაცები, ისე ქალები.
მამაკაცების 85%-ს ქალებისთვის ყველაზე მიმზიდველ არომატად ყვავილის სურნელი მიაჩნია, რადგან ეს არომატი მათზე აფროდიზიაკივით მოქმედებს;
81%-ს ტკბილი სუნამოები აღუძრავს ქალისადმი სექსუალურ ინტერესს;
78%-ს ახალი ხილის სურნელი მიაჩნია ქალისთვის ყველაზე სექსუალურად;
73%-ს მოსწონს, როდესაც ქალის სხეულს ვანილის არომატი აქვს;
69%-ს ციტრუსის სურნელი აღუძრავს ვნებას.
რაც შეეხება ქალების არჩევანს, მათი „სურნელთა უპირატესობა“ ასე გადანაწილდა:
გამოკითხულ ქალთა 85%-ს ყველაზე მეტად მამაკაცის ის პარფიუმი იზიდავს, რომელიც ხის, მუსკუსისა და პაჩულის ნაზავ სურნელს აფრქვევს;
72%-მა სანდალოზის არომატზე შეაჩერა არჩევანი;
64%-მა განაცხადა, რომ უპირატესობას ახალი პიტნისა და ბაზილიკის სუნებს ანიჭებს;
57%-მა კი განაცხადა, რომ მამაკაცებზე ციტრუსების სურნელი უღიზიანებთ სექსუალურ ინტერესს.
აღსანიშნავია ისიც, რომ, ექსპერტების აზრით, რიგ სუნამოებს საპირისპირო ეფექტი აქვთ — აფრთხობენ არა მარტო პოტენციურ პარტნიორს, არამედ უბრალოდ თანამოსაუბრესაც კი. ასეთ სურნელებს შორისაა: საკმევლის, აგარის ხის, ასევე „ვინტაჟური სუნამოების“ არომატები.