https://sputnik-georgia.com/20221230/sportis-sasaxlestan-ukanonod-mowrili-wiwvovani-xeebi-armoacines-273560266.html
სპორტის სასახლესთან უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ხეები აღმოაჩინეს
სპორტის სასახლესთან უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ხეები აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
წიწვოვანების უკანონო მოპოვებაზე, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესების დარღვევაზე 200-დან 2.000 ლარამდე ჯარიმა მოქმედებს. 30.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-30T12:04+0400
2022-12-30T12:04+0400
2022-12-30T17:06+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი წელი 2023
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250441228_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_6f6f7cf5176d55115e1a72dd7d1ff4a1.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.წიწვოვანების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს 200-დან 2.000 ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე ქვეყნის მასშტაბით მკაცრ კონტროლს ახორციელებენ.წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში ან საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან, დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციაც. ასეთ შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.წინასაახალწლოდ საქართველოში წიწვოვანი ხეების უკანონო ჭრაზე კონტროლი მკაცრდება>>თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სმ-ს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250441228_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_9530514b71e6a19456da9b64e0c683d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი წელი 2023
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი წელი 2023
სპორტის სასახლესთან უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ხეები აღმოაჩინეს
12:04 30.12.2022 (განახლებულია: 17:06 30.12.2022) წიწვოვანების უკანონო მოპოვებაზე, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესების დარღვევაზე 200-დან 2.000 ლარამდე ჯარიმა მოქმედებს.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წიწვოვანების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს 200-დან 2.000 ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე ქვეყნის მასშტაბით მკაცრ კონტროლს ახორციელებენ.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში ან საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან, დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციაც. ასეთ შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.
თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სმ-ს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო.