რუსეთმა ქვეყნის სამხრეთით ფრენების შეზღუდვის რეჟიმი გაახანგრძლივა
20:58 30.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023)
© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv
/ გამოწერა
დანარჩენი რუსული აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
თბილისი, 30 დეკემბერ – Sputnik. ფრენების შესრულებაზე შეზღუდვის რეჟიმი რუსეთის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილების 11 აეროპორტში 8 იანვრამდე გაგრძელდა, იუწყება РИА Новости „როსავიაციაზე“ დაყრდნობით.
ფრენების შეზღუდვის რეჟიმი რუსეთის ამ აეროპორტებში უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული მოვლენების შემდეგ მოქმედებს – უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.
ფრენები დროებით შეზღუდულია ანაპის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, გელენჯიკის, კრასნოდარის, კურსკის, ლიპეცკის, დონის როსტოვის, სიმფეროპოლის, ელისტის აეროპორტებში.
რუსეთის დანარჩენი აეროპორტები ჩვეული რეჟიმით მუშაობენ.
ავიაკომპანიებს მიეცა რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოხერხებულად მოაგვარონ მგზავრების გადაყვანა სოჭის, მინვოდის, ვოლგოგრადის, სტავროპოლისა და მოსკოვის აეროპორტების გამოყენებით.