მოსაზრება: სვატოვო და კრემენნაია - უკრაინის არმიის სცილა და ქარიბდა

© photo: Sputnik / Viktor Antoniuk / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
ახალი წლის წინ უკრაინული საზოგადოების (რეზერვისტების) მობილიზაციისა და კიევისთვის დასავლური იარაღის ახალი მიწოდებისთვის აუცილებელია თუნდაც მცირე ოპტიმისტური სიახლეები „აღმოსავლეთის ფრონტიდან“ — ნებისმიერ ფასად, მიუხედავად უკრაინული არმიის ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის დანაკარგებისა. თუმცა, უკრაინული ჯარების ნებისმიერი მცდელობა, გადავიდეს კონტრშეტევაზე, მათთვის სცილა და ქირიბდა ხდება. რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული დომინირება დასავლეთისა და მისი მარიონეტების მიმართ უკრაინის ოპერაციების თეატრში აშკარაა და შეუქცევადი.
დღეს ლუგანსკის საკონტაქტო ხაზიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კრემინნაიაზე დაგეგმილი კონტრშეტევის დაწყების წინ ჯარებს ამოწმებს ფრონტის ხაზზე ერთდროულად სამი მიმართულებით. მანამდე რუსმა სამხედროებმა მოწინააღმდეგე კრემენნაიას ტყის სარტყლებიდან განდევნეს და შემდგომი შეტევითი ოპერაციებისთვის პლაცდარმი გააფრთოვეს.
მანამდე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცრუ მოხენება რუსეთის ჯარების უკანდახევის, სვატოვოსა და კრემენნაიას აღების შესახებ უკვე დაუჯდა კიევს ათასი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით ორი მექანიზებული ბრიგადა, ერთი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა და დიდი რაოდენობით უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი გაგზავნეს. თუმცა რუსეთის პოზიციებზე კონტრშეტევის ყველა მცდელობა მოიგერიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები იზრდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კუპიანსკის და კრასნოლიმანსკის მიმართულებით სათადარიგო დამრტყმელ ჯგუფებს აყალიბებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო თვითმფრინავები მტრის კონცენტრაციის ადგილებს 12 კმ-მდე მანძილზე პოულობენ, რის შემდეგაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებს ცეცხლით ფარავენ. უკრაინულ ტაქტიკურ რაკეტებს რუსული სამხედრო საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟები საიმედოდ იჭერენ. ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ობიექტურად ვერ ახერხებენ წარმატების მიღწევას სვატოვოსა და კრემენნაიას შორის ფრონტის 30-კილომეტრიან მონაკვეთზე. რუსული ჯარები მუდმივად იღებენ ცოცხალი ძალის შევსებას, სამხედრო ტექნიკის ახალ დანაყოფებს.

მკაცრ რეალობაში დაბრუნება

ყველაზე ცხელ ზონად არტემოვსკი (ბახმუტი) რჩება, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები 30-ჯერ აღემატება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დანაკარგებს. ამას ვერ შეცვლის 28 დეკემბერს უკრაინის დაზვერვის მთავარი ოფიცრის კირილ ბუდანოვის წინასაახალწლო ვიზიტი არტემოვსკის ფრონტის ხაზზე. ბუდანოვის თქმით, უკრაინულ თეატრში ბრძოლა ჩიხში შევიდა, კიევი მოუთმენლად ელის უფრო მოწინავე იარაღს. ამერიკის სამხედრო მარიონეტების რეალობაში გარდაუვალი დაბრუნება ყოველმხრივ მტკივნეული იქნება.
დღეს სოფელ ტორსკოეს მიდამოებში უკრაინული შენაერთების გარღვევის მცდელობა აღკვეთეს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დასახლება ვრემევკასა და ზაპოროჟიის ოლქის დასახლება ლევადნესთან მტრის ორი დივერსიული ჯგუფი განადგურდა. რუსული ჯარები ზუსტი იარაღით მასიურ დარტყმებს ახორციელებენ შორ მანძილზე — მოწინააღმდეგის ოპერატიული ზურგის მთელ სიღრმეზე.
უკრაინისა და ნატოს შეიარაღებული ძალების სტრატეგების უარყოფითი პროგნოზების მიუხედავად, რუსეთს რაკეტები არ აკლდება. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, 29 დეკემბრის დილით უკრაინაში 120 რუსული საჰაერო და საზღვაო რაკეტა „მიფრინდა“. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით 69 რაკეტა იქნა გასროლილი, საიდანაც 54 ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩაიჭირა.
ასეა თუ ისე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტები და კრიტიკული (ენერგეტიკული) ინფრასტრუქტურა განადგურებულია: კიევში, ოდესაში, ნიკოლაევში, ვინიცაში, სუმში, ხარკოვში, ლვოვში, ჟიტომირში, დნეპროპეტროვსკში, ივანო-ფრანკოვსკში, ხმელნიცკის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე ქალაქ ზაპოროჟიეში. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დარტყმები დაფიქსირდა კიევსა და ოდესაშიც. უკრაინის რკინიგზისა და მეტროპოლიტენის ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეწყდა, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში სარკინიგზო კომუნიკაცია გაითიშა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ კიევი მზად არ არის დიალოგისთვის, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულას“ ილუზორული უწოდა. პენტაგონი და ნატო ვერ შეძლებენ რუსეთს დაუსჯელად დაარტყან სხვისი თუ საკუთარი ხელით. მშვიდობა მოსკოვიდან მხოლოდ სამართლიანი პირობებით არის შესაძლებელი.
დასავლეთში ცნობილმა სამხედრო ანალიტიკოსმა, აშშ-ის არმიის ყოფილმა დაზვერვის ოფიცერმა სკოტ რიტერმა ადრე აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ქმედებები მიზნად ისახავს არა კიევის რეჟიმის დახმარებას, არამედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას მოსკოვისთვის. შეერთებული შტატები ახორციელებს რუსეთთან ბრძოლის გეგმას „უკანასკნელ უკრაინამდე“, კიევი ვერ გაიმარჯვებს.
დასავლეთის გლობალურ პრიორიტეტად 2023 წლისთვის კვლავაც რუსეთის დამარცხება რჩება. ამიტომ ახალი წელი სპეცოპერაციის ზონაში კვლავაც „ცხელი“ და რთული იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0