პელე გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი გოლის ავტორი – ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მას 1.281 გოლი აქვს გატანილი. 30.12.2022-ს, Sputnik საქართველო
ლეგენდარული ფეხბურთელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.30 ნოემბერს პელე სან-პაულოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს გულის უკმარისობისა და სხეულის გაბუჟების გამო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენის ორგანიზმი ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებდა და მას მხოლოდ პალიატიურ დახმარებას უწევდნენ.
პელე გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი გოლის ავტორი – ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მას 1.281 გოლი აქვს გატანილი.
ლეგენდარული ფეხბურთელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
30 ნოემბერს პელე სან-პაულოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს გულის უკმარისობისა და სხეულის გაბუჟების გამო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენის ორგანიზმი ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებდა და მას მხოლოდ პალიატიურ დახმარებას უწევდნენ.
1956 წელს მწვრთნელმა ვალდემარ დე ბრიტომ 15 წლის პელე პროფესიონალურ კლუბ „სანტოსში“ მიიწვია და დირექციას განუცხადა, რომ ეს ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა
ერთი წლის შემდეგ პელე „სანტოსის“ ძირითად შემადგენლობაში შევიდა, პირველსავე თამაშში გოლი გაიტანა, ხოლო სეზონის ბოლოს ბრაზილიის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
სპორტულ ხელმძღვანელობას არ სურდა მისი 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანა, რადგან მან ცოტა ხნის წინ მიიღო მუხლის ტრავმა, თუმცა პელეს თანაგუნდელებმა ისინი გადაარწმუნეს. მსოფლიო თასზე პელე საკუთარ პირველ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებს შეხვდა
მეოთხედფინალურ მატჩში უელსის წინააღმდეგ პელემ მეტოქის კარში გოლი გაიტანა, რითაც კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც გოლი ჰქონდა გატანილი მსოფლიო ჩემპიონატზე
კარიერის განმავლობაში 1.281 გოლი აქვს გატანილი 1.363 მატჩში, მათ შორის 1.091 გოლი 1.116 მატჩში „სანტოსის“ შემადგენლობაში და 77 გოლი 92 თამაშში ეროვნული ნაკრების რიგებში. სწორედ ამიტომ გახდა ის მსოფლიო რეკორდსმენი
საკუთარი უკანასკნელი მატჩი პელემ 1971 წლის 18 ივლისს ჩაატარა რიო-დე-ჟანეიროში იუგოსლავიის ნაკრების წინააღმდეგ, ბოლო მატჩი „სანტოსის“ შემადგენლობაში“ - 1974 წელს