„დიდი სამშობლო რუსეთი“: ლუგანსკში ახალი კონსტიტუცია მიიღეს

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის მიერ აღიარებული ლუგანსკის სახალხო საბჭოს დეპუტატებმა ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რასაც 43-მა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა მხარი, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, კონსტიტუციაში „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ რუსეთის ფედერაციის სუბიექტადაა მოხსენიებული.
როგორც რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, რუსეთი ლუგანსკელების დიდი სამშობლოა.

„დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება, რომელიც, ალბათ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს — რაც შეიძლება მალე დასრულდეს სპეცოპერაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, შესაძლებელსაც და ალბათ შეუძლებელსაც, რათა ჩვენს მიწაზე საბოლოოდ დამყარდეს მშვიდობა, გავიმარჯვოთ და შევუდგეთ ჩვენი დიდი სამშობლო რუსეთის გაძლიერებას. ჩვენ ვართ გუნდი, ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდებით“, — განაცხადა მან.

ლუგანსკი, ისევე, როგორც დონეცკი, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები, რუსეთის შემადგენლობაში სექტემბრის ბოლოს შევიდნენ საერთო-სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებენ უკრაინა, ევროკავშირი, აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები.
ყველა ახალი ამბავი
0