მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კვასნევსკი: კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას

© photo: Sputnik / Ilya Pitaliyov / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ კვასნევსკი
ალექსანდრ კვასნევსკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე დგას, მიაჩნია პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდრ კვასნევსკის.
ამგვარი მოსაზრება მან Polsat News-თან ინტერვიუში გამოთქვა.
კვასნევსკის თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ერთი ეპოქის დასასრულად და სხვა, უცნობი ეპოქის დასაწყისად იქცა.

„შემაძრწუნებელია თავად ის ფაქტი, რომ საუბარია მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე. ამის შესაძლებლობა უკვე დღეს არსებობს“, — განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

კვასნევსკის აზრით, მსოფლიო საშიშროებას, გარდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა, ხელს უწყობს ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა: დაძაბულობა სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე, ჩინეთსა და ტაივანს შორის უთანხმოება, ინდოეთისა და თურქეთის პოლიტიკური ნაბიჯები, ერთიანი დასავლეთის პოზიცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით და ა.შ.
ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პეკინს, რომელიც მოსკოვის მოკავშირედ მიიჩნევა, რეალურად „მოლოდინის სტრატეგია აქვს არჩეული და თვალყურს ადევნებს, როგორ სუსტდება რუსეთი“. კვასნევსკის აზრით, სუსტი მეზობელი ჩინეთისთვის „კარგი ახალი ამბავია“.
ვარაუდები, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანოს კაცობრიობა, მანამდე სხვა პოლიტიკოსებმაც გამოთქვეს. მაგალითად, ამის შესახებ მარტის შუა რიცხვებში განაცხადა აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ხოლო ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ იბრძოლებს რუსეთთან უკრაინაში, ვინაიდან ამას მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე ახლავს.
ყველა ახალი ამბავი
0