კალაძემ მოსახლეობა საახალწლო გალა-კონცერტზე მიიწვია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო სოფელი თბილისში
საახალწლო სოფელი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
31 დეკემბრის ღამეს ევროპის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ადგილობრივი მოსახლეობა და თბილისის სტუმრები საახალწლო გალა-კონცერტზე მიიწვია, რომელიც ევროპის მოედანზე 31 დეკემბრის ღამით, ახალი წლის დადგომამდე დაიწყება.
როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გალა-კონცერტზე თავადაც მივა.

„საახალწლოდ მორთული ჩვენი დედაქალაქი ულამაზესია. გვაქვს ასევე „საახალწლო სოფელი“... ყოველ საღამოს ჩვენი თანამოქალაქეები იკრიბებიან და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. 31 დეკემბერს კი ყველას გელოდებით საახალწლო გალა-კონცერტზე... გელით, მობრძანდით, წამოიყვანეთ თქვენი შვილები და შვილიშვილები, ერთად შევხვდეთ ახალ წელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, იქნება კიდევ ერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი სანახაობა – სამ სხვადასხვა სცენაზე წარმოდგენილი იქნება ჟანრობრივად მრავალფეროვანი რეპერტუარი.
„საახალწლო სოფელი“, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩას, 23 დეკემბერს გაიხსნა და 14 იანვრამდე აქ ყოველდღიურად საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობები, მუსიკალური საღამოები იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0