https://sputnik-georgia.com/20221230/forbes-gararibebuli-miliarderebi-273560797.html
რამდენით გაღარიბდნენ პლანეტის უმდიდრესი ადამიანები: Forbes-ის ჩამონათვალი
რამდენით გაღარიბდნენ პლანეტის უმდიდრესი ადამიანები: Forbes-ის ჩამონათვალი
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე 2022 წელმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ბევრი უსიამოვნება მოუტანა, მიაყენა რა მათ უზარმაზარი ფინანსური ზარალი, წერს... 30.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-30T11:34+0400
2022-12-30T11:34+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
ეკონომიკა
პლანეტის უმდიდრესი ადამიანები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249573363_0:0:3019:1699_1920x0_80_0_0_48a851d2beb52a03465673d444ca7f5f.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე 2022 წელმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ბევრი უსიამოვნება მოუტანა, მიაყენა რა მათ უზარმაზარი ფინანსური ზარალი, წერს Forbes.როგორც გამოცემა აღნიშნავს, 2020-2021 უკიდურესად წარმატებული წლების შემდეგ, როდესაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანების კოლექტიური ქონება რამდენიმე ტრილიონით გაიზარდა, ბოლო 12 თვის განმავლობაში მათი საერთო კაპიტალი 1,9 ტრილიონით შემცირდა.ამასთან, შემცირდა თავად მილიარდერების რაოდენობაც: თუ წლის დასაწყისში მათი რიცხვი 2671 კაცი იყო, წლის ბოლოსთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 2523 ადამიანიღა დარჩა.ყველაზე დიდი ზიანი მიმდინარე წელმა მსოფლიოს 300 მილიარდერს მიაყენა.მაგალითად:როგორც Forbes წერს, 2022 წელს ყველაზე მეტად ამერიკელი და აზიელი მილიარდერები გაღარიბდნენ, რომელთა საერთო ზარალმა დაახლოებით 660 მლრდ დოლარი შეადგინა.უკეთეს დღეში არც ჩინელი მილიარდერები აღმოჩნდნენ — მათი საერთო დანაკარგები 620 მილიარდს აღწევს.რაც შეეხება რუს ოლიგარქებს, გამოცემამ მათი საერთო ზარალი 150 მილიარდად შეაფასა.თუმცა მიმდინარე წელს ჰყავდა გამონაკლისებიც:ეს უკანასკნელი 2023 წელს Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიის მესამე ნომრად დაიწყებს.ამასთან 2022-ში გამოჩნდნენ ახალი მილიარდერებიც. მაგალითად, ინვესტიციური და სპორტული მაგნატი ტოდ ბოილი და დიზაინერი ტომ ფორდი.წყარო: Forbes
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249573363_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_01b6e66ed3746cd6f89eb06e67314ea9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, პლანეტის უმდიდრესი ადამიანები, მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა, პლანეტის უმდიდრესი ადამიანები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე 2022 წელმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ბევრი უსიამოვნება მოუტანა, მიაყენა რა მათ უზარმაზარი ფინანსური ზარალი, წერს Forbes.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 2020-2021 უკიდურესად წარმატებული წლების შემდეგ, როდესაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანების კოლექტიური ქონება რამდენიმე ტრილიონით გაიზარდა, ბოლო 12 თვის განმავლობაში მათი საერთო კაპიტალი 1,9 ტრილიონით შემცირდა.
ამასთან, შემცირდა თავად მილიარდერების რაოდენობაც: თუ წლის დასაწყისში მათი რიცხვი 2671 კაცი იყო, წლის ბოლოსთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 2523 ადამიანიღა დარჩა.
ყველაზე დიდი ზიანი მიმდინარე წელმა მსოფლიოს 300 მილიარდერს მიაყენა.
Amazon-ის აქციები თითქმის 50%-ით დაეცა, რამაც მის დამაარსებელ ჯეფ ბეზოსს 80 მილიარდ დოლარზე მეტი დააკარგვინა.
Alphabet-ის აქციები 36%-ით გაიაფდა, რის შედეგადაც მისი თანადამაარსებლები — ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი 40-40 მილიარდი დოლარით გაღარიბდნენ.
Microsoft-ის აქციებმა ღირებულების 27% დაკარგა, რის შედეგადაც ბილ გეიტსისა და მისი კომპანიონის სტივ ბოლმერის კაპიტალი საგრძნობლად შემცირდა.
„მეტას“ აქციები 66%-ით დაეცა, რამაც მარკ ცუკერბერგს 78 მილიარდი დოლარის ზარალი მოუტანა.
Tesla-ს აქციები 60%-ით გაუფასურდა, რის გამოც ილონ მასკმა 115 მილიარდი დოლარი დაკარგა.
როგორც Forbes წერს, 2022 წელს ყველაზე მეტად ამერიკელი და აზიელი მილიარდერები გაღარიბდნენ, რომელთა საერთო ზარალმა დაახლოებით 660 მლრდ დოლარი შეადგინა.
უკეთეს დღეში არც ჩინელი მილიარდერები აღმოჩნდნენ — მათი საერთო დანაკარგები 620 მილიარდს აღწევს.
რაც შეეხება რუს ოლიგარქებს, გამოცემამ მათი საერთო ზარალი 150 მილიარდად შეაფასა.
თუმცა მიმდინარე წელს ჰყავდა გამონაკლისებიც:
ჩინური Pinduoduo-ს დამაარსებელი კოლინ ხუანი, რომლის ქონებაც 11,1 მლრდ-ით გაიზარდა.
ინდონეზიელი „ქვანახშირის მაგნატი“ ლოუ ტაკ კვონგი — მისმა კაპიტალმა 16 მლრდ დოლარით მოიმატა.
ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი — პლუს 55,1 მლრდ-ით.
ეს უკანასკნელი 2023 წელს Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიის მესამე ნომრად დაიწყებს.
ამასთან 2022-ში გამოჩნდნენ ახალი მილიარდერებიც. მაგალითად, ინვესტიციური და სპორტული მაგნატი ტოდ ბოილი და დიზაინერი ტომ ფორდი.