მოსაზრება: გამოვლინდა კრიტიკულად სუსტი რგოლი ნატოში

© photo: Sputnik / Denis Bakhtin
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
ანდრეი კოცი
როგორც ჩანს, ნატოში თეთრი ყვავი იპოვეს. რამდენიმე წამყვანი დასავლური მედიასაშუალება ერთბაშად დაესხა თავს ბუნდესვერს და მრავალ ცოდვაში დასდო ბრალი: დაწყებული უკრაინის არასაკმარისი დახმარებით, დამთავრებული ბრძოლისუუნარობით. იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ბერლინი ტვირთი მოკავშირეებისთვის, „რია ნოვოსტი“ წერს.

პრობლემური „პუმა“

გერმანიაში, მოგეხსენებათ, ძალიან ძლიერი მანქანათმშენებლობაა — როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო. გერმანული მანქანები და სამხედრო ტექნიკა მრავალი წლის განმავლობაში იყო ხარისხის მოდელი. თუმცა კონცერნ Rheinmetall-ის ინჟინრებმა აშკარად ვერ შეძლეს თავიანთი უახლესი ნამუშევრის გონზე მოყვანა. ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა „პუმა“ შეიარაღებაში 2015 წელს შევიდა. ჯარის საჭიროებისთვის დამზადდა დაახლოებით 350 ერთეული.
ეს მანქანა ყველაზე მძიმეა და ყველაზე ძვირი მსოფლიოში. ქაღალდზე მისი მახასიათებლები შთამბეჭდავად გამოიყურება: საბრძოლო მასა — 43 ტონა, შუბლის ჯავშანი უძლებს 45 მმ ჭურვს, MUSS-ის აქტიური დაცვის კომპლექსი, სწრაფი სროლის 30 მმ ავტომატური ქვემეხი, ძრავა — 1088 ცხენის ძალით, სიჩქარე გზატკეცილზე — 70 კილომეტრამდე საათში, ეკიპაჟი — სამიდან ექვსამდე მებრძოლი. ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემა ზრდის სროლის სიზუსტეს და აუმჯობესებს ურთიერთქმედებას დანადგარის სხვა აღჭურვილობასთან.
პრობლემები მაშინ გამოიკვეთა, როცა მანქანები ჯარმა მიიღო. მანქანა ძალიან კაპრიზული აღმოჩნდა, ტექნიკური სამსახურების დიდი ყურადღება დასჭირდა.
ბოლო წვრთნებში, სხვადასხვა მიზეზის გამო, 18 „პუმა“ გამოვიდა მწყობრიდან. ყველაზე გავრცელებული მიზეზები იყო კოშკურის ტრავერსის მექანიზმის დეფექტები, ქვემეხისა და ელექტრონიკის გაუმართაობა. ერთ-ერთი მანქანის მძღოლის კაბინაში ხანძარიც კი გაჩნდა. შედეგად, ბერლინმა გადაწყვიტა დროებით უარი ეთქვა შემდგომ შესყიდვებზე.
2024 წლის იანვარში ეს 18 Puma ნატოს მაღალი მზადყოფნის ოპერატიულ ჯგუფში უნდა შესულიყო, რომელიც შექმნილია კრიზისებზე საგანგებო რეაგირებისთვის. თუმცა, წარუმატებლობის შემდეგ ბუნდესვერის სარდლობამ გადაწყვიტა ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ები მოეზიდა, რომლებიც ექსპლუატაციაში 1970 წელს შევიდა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი გაეხარებინა ამას.

არტილერიის ნაკლებობა

კიდევ ერთი პრობლემაა ლულოვანი არტილერიის მცირე მარაგი. The Times-ში გამოქვეყნებული გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 155 მმ კალიბრის 121 PzH 2000 თვითმავალი ჰაუბიციდან ორი მესამედი (დაახლოებით 80 ერთეული) არ არის შესაფერისი სამხედრო სამსახურისთვის. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის გადაცემული 14 თვითმავალიდან ექვსი უკვე გაიგზავნა ლიტვაში შესაკეთებლად – სათადარიგო ნაწილების უქონლობის გამო. ევროპული ჰაუბიცები უბრალოდ ვერ უძლებენ საბრძოლო მოქმედებების ტემპს და სწრაფად ხარჯავენ რესურსებს.
ცივი სეზონისთვის ასევე არ არის საკმარისი სპეციალური საწვავი და საპოხი მასალები. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა დონბასში ნამდვილი „ტალახის აბანოებია" და ფრონტის მომარაგება ძალიან რთულია, უკრაინელი არტილერისტები რაღაც მომენტში რისკავენ, რომ საერთოდ დასავლური იარაღის გარეშე დარჩნენ.
ბუნდესვერს საბრძოლო მასალების პრობლემებიც აქვს. გაზეთმა Die Welt-მა გამოთვალა, რომ ინტენსიური ბრძოლისთვის არმიას მაქსიმუმ რამდენიმე დღის სამყოფი ჭურვები აქვს. სწრაფად კომპენსაცია შეუძლებელი იქნება: თავდაცვის ინდუსტრია უბრალოდ არ არის გათვლილი 155 მმ კალიბრის მასობრივი წარმოებისთვის.
მდგომარეობას ამძიმებს ნედლეულის დეფიციტიც. გერმანიას ჭურვების წარმოებისთვის საჭირო ბამბის ლინტი ჩინეთიდან შეაქვს, ჩინეთმა კი დეკემბრის დასაწყისში გაურკვეველი მიზეზების გამო მომდევნო პარტიის გაგზავნა გადადო. ბუნდესვერმა აღიარა, რომ ამ მასალაზე შეკვეთების შესრულების ვადები ბოლო თვეებში სამჯერ გაიზარდა.

თვითმფრინავებისა და ხალხის ნაკლებობა

გაზეთი Spiegel ირწმუნება, რომ შეიარაღებული ძალები თითქმის ყველა სახის იარაღსა და აღჭურვილობასთან დაკავშირებით განიცდიან სირთულეებს. სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნა 41 პროცენტად არის შეფასებული.
მანამდე საჰაერო ძალების სარდლობამ თავდაცვის მინისტრს აცნობა, რომ 77 მრავალფუნქციური შვეულმფრენ NH-90-დან მხოლოდ 44 არის შედარებით კარგ მდგომარეობაში, ხოლო სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მხოლოდ ცხრაა.
უკეთესი მდგომარეობა არც მოიერიშე ვერტმფრენ Tiger-თან დაკავშირებითაა. შეძენილი 53 მანქანიდან 36 ჯარებშია, 12 კი საბრძოლო მზადყოფნაში. ამასთან Tiger-ის გამოყენება სავალდებულო იქნებოდა საზღვარგარეთ ბუნდესვერის ნებისმიერ ოპერაციაში — ეს ხომ საცეცხლე დამხმარე ვერტმფრენია.
93 ბომბდამშენიდან Tornado 57 არმიაშია, 20 კი მზადყოფნაში. ეს დიდი ხნის მოძველებული მოდელია, მაგრამ გერმანიის კოალიციური მთავრობა კვლავ კამათობს მემკვიდრეზე. სოციალ-დემოკრატიული პარტია ეწინააღმდეგება ამერიკული საჰაერო ტექნიკის შეძენას.
„ტორნადო" რეაქტიული თვითმფრინავების მესამე თაობას განეკუთვნება, რომელიც შეიარაღებაში 1980 წელს შევიდა. სწორედ ეს მანქანაა გერმანიაში განლაგებული ამერიკული ბირთვული ბომბების რეგულარული გადამზიდავი.
საბრძოლო ეფექტურობაზე ასევე სერიოზულად მოქმედებს კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, განსაკუთრებით, საავიაციო, საარტილერიო და კიბერ დანაყოფებში. გერმანიის ჯარების სხვადასხვა ტიპებსა და სახეობებში სპეციალისტების დეფიციტი 21 ათას ადამიანს აღწევს. როგორ აპირებს თავდაცვის მინისტრი კრისტინა ლამბრეხტი დაგროვილი პრობლემების გადაჭრას, ჯერ გაუგებარია.
გერმანიის ინდუსტრია პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთის მიერ მოწოდებულ იაფ ენერგომომარაგებაზე. მოსკოვისთვის სანქციების დაწესებით ბერლინმა ზიანი საკუთარ არმიას მიაყენა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0