როგორ იმუშავებს ტრანსპორტი საახალწლო დღესასწაულებზე თბილისში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსადღესასწაულო ილუმინაციები თბილისში
სადღესასწაულო ილუმინაციები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გახანგრძლივებულ საათებში უფასო იქნება.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„შობა–ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს – 1 და 7 იანვარს მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0