წაღვერში ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინდა

CC BY 2.0 / Sterling College / Axeხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წაღვერში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მოქალაქეს სახელმწიფო ტყიდან უკანონოდ მოპოვებული მოჭრილი წიწვოვანი სახეობის 9 კუბურ მეტრამდე მასალა სატვირთო ავტომობილით გადაჰქონდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მანქანა დალუქეს, საქმის მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ყველა ახალი ამბავი
0