რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerდიდთოვლობა აჭარაში
დიდთოვლობა აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები იყო დაწესებული.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის 1-52 კმ მონაკვეთზე.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო დროებით აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
გარდა ამისა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა ქუთაისი(საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზეც.
დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება ავტოსატრანსპორტო მოძრაობის სრულად აღსადგენად.
ყველა ახალი ამბავი
0