https://sputnik-georgia.com/20221229/saqartvelosi-kavkasiuri-irmis-saseni-gacndeba-273510216.html
საქართველოში კავკასიური ირმის საშენი გაჩნდება
საქართველოში კავკასიური ირმის საშენი გაჩნდება
Sputnik საქართველო
კავკასიური ირემი კეთილშობილი ირმის ერთადერთი ქვესახეობაა ევრაზიის კონტინენტზე, რომელსაც დღეს გადაშენება ემუქრება. 29.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-29T10:29+0400
2022-12-29T10:29+0400
2022-12-29T15:21+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საქართველო
შვედეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250873123_0:27:1000:590_1920x0_80_0_0_c32663188e4ba4a7d4ae076f8b3b8dcf.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ველური ბუნების სააგენტოს ბიუჯეტი 2023 წელს პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ხარჯზე 60%-ით გაიზრდება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.პროექტის ფარგლებში სააგენტო 2023 წელს შვედეთის მთავრობისგან 1 მლნ ევროს მიიღებს კრწანისის ტყეპარკის აღდგენისთვის, ასევე კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენის მოწყობისთვის, რისთვისაც 200 ჰექტარი ტერიტორია გამოიყოფა.რაც შეეხება კრწანისის ტყეპარკსა და მის მწვანე ზონას, ამ ტერიტორიაზე უკვე აკრძალულია ნადირობა, თევზჭერა და ხის მოჭრა.ამჟამად კეთილშობილი ირმები საქართველოს მხოლოდ რამდენიმე რაიონში გვხვდება – ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ლაგოდეხის ნაკრძალსა და გარდაბნის ბიორეზერვატში. ამ დაცულ ზონებს ასობით კილომეტრი აშორებს.თუ საშენის პროექტი წარმატებული აღმოჩნდება, სახეობის გავრცელების არეალი 8 ათას ჰექტრამდე გაიზრდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250873123_90:0:911:616_1920x0_80_0_0_f6162d80e56b4a6957fd2f3b7461b140.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო, შვედეთი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო, შვედეთი
საქართველოში კავკასიური ირმის საშენი გაჩნდება
10:29 29.12.2022 (განახლებულია: 15:21 29.12.2022) კავკასიური ირემი კეთილშობილი ირმის ერთადერთი ქვესახეობაა ევრაზიის კონტინენტზე, რომელსაც დღეს გადაშენება ემუქრება.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ველური ბუნების სააგენტოს ბიუჯეტი 2023 წელს პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ხარჯზე 60%-ით გაიზრდება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში სააგენტო 2023 წელს შვედეთის მთავრობისგან 1 მლნ ევროს მიიღებს კრწანისის ტყეპარკის აღდგენისთვის, ასევე კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენის მოწყობისთვის, რისთვისაც 200 ჰექტარი ტერიტორია გამოიყოფა.
რაც შეეხება კრწანისის ტყეპარკსა და მის მწვანე ზონას, ამ ტერიტორიაზე უკვე აკრძალულია ნადირობა, თევზჭერა და ხის მოჭრა.
კავკასიური ირემი კეთილშობილი ირმის ერთადერთი ქვესახეობაა ევრაზიის კონტინენტზე, რომელიც დღეს გადაშენების პირასაა. ასეთი ვითარება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ბრაკონიერობის გამო შეიქმნა.
ამჟამად კეთილშობილი ირმები საქართველოს მხოლოდ რამდენიმე რაიონში გვხვდება – ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ლაგოდეხის ნაკრძალსა და გარდაბნის ბიორეზერვატში. ამ დაცულ ზონებს ასობით კილომეტრი აშორებს.
თუ საშენის პროექტი წარმატებული აღმოჩნდება, სახეობის გავრცელების არეალი 8 ათას ჰექტრამდე გაიზრდება.