https://sputnik-georgia.com/20221229/salome-zurabisvilma-orbelianebis-sasaxlesi-ukrainel-bavsvebs-umaspinzla-273544324.html
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. 29.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-29T20:15+0400
2022-12-29T20:15+0400
2022-12-29T22:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273366316_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_08ea660a105bda2b57f32a196cd11439.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში მიკოლაივის ოლქის სოფელ ნოვოპეტროვკას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.პრეზიდენტმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ვაუჩერებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.ბავშვებმა ორბელიანების სასახლე დაათვალიერეს და ჩიჩილაკის დამზადების მეთოდით დაინტერესდნენ, რომლითაც ტრადიციულად ირთვება ორბელიანების სასახლე.ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში მცხოვრებ 700-მდე უკრაინელ ბავშვს, რომლებიც 41-ე და 220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, საახალწლო სასაჩუქრე ვაუჩერები დაურიგდათ.საჩუქრები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა ქეთევან თათოშვილმა და კონსტანტინე ნაცვლიშვილმა გადასცეს.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ასაკის 2 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე 1.400-ზე მეტი ბავშვი იყო დარეგისტრირებული.ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს.უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრ ოჯახს მოუწია სახლ-კარის დატოვება და სამშობლოდან წასვლა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ. არიან ისეთებიც, ვინც უკვე აქ იყო და სამშობლოში ჯერ ვერ ბრუნდება.წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273366316_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f4cd435be601e30b3bd87e7a31efa7f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
20:15 29.12.2022 (განახლებულია: 22:08 29.12.2022) საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში მიკოლაივის ოლქის სოფელ ნოვოპეტროვკას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ვაუჩერებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.
ბავშვებმა ორბელიანების სასახლე დაათვალიერეს და ჩიჩილაკის დამზადების მეთოდით დაინტერესდნენ, რომლითაც ტრადიციულად ირთვება ორბელიანების სასახლე.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში მცხოვრებ 700-მდე უკრაინელ ბავშვს, რომლებიც 41-ე და 220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, საახალწლო სასაჩუქრე ვაუჩერები დაურიგდათ.
საჩუქრები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა ქეთევან თათოშვილმა და კონსტანტინე ნაცვლიშვილმა გადასცეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ასაკის 2 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე 1.400-ზე მეტი ბავშვი იყო დარეგისტრირებული.
ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს.
უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრ ოჯახს მოუწია სახლ-კარის დატოვება და სამშობლოდან წასვლა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ. არიან ისეთებიც, ვინც უკვე აქ იყო და სამშობლოში ჯერ ვერ ბრუნდება.