სააკაშვილის მომხრეებმა აქცია უამინდობაში გამართეს - ვიდეო

გამოწერა
სიცივეში სააკაშვილის მხარდასაჭერად გარეთ გამოსვლით არცთუ ბევრი ადამიანი იწუხებს თავს. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადების საკითხი განიხილებოდა, სულ დაახლოებით 150 ადამიანი მივიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმების ან გადავადების განხილვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბრალდებულმა უარი განაცხადა სხდომაში მონაწილეობაზე, დისტანციურადაც კი.
მოსამართლე გიორგი არევაძის თქმით, სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თქვა პროცესში მონაწილეობაზე. მან თანხმობა განაცხადა, რომ სასამართლო სხდომა მის გარეშე გაგრძელებულიყო.
ყველა ახალი ამბავი
0