https://sputnik-georgia.com/20221229/metexis-xidze-transportis-mozraoba-izgudeba-273521258.html
მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 4 იანვრამდე შეიზღუდება
მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 4 იანვრამდე შეიზღუდება
Sputnik საქართველო
როგორც მერიაში განმარტეს, შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. 29.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-29T14:47+0400
2022-12-29T14:47+0400
2022-12-29T17:20+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი წელი 2023
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894970_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_059fe89de702386c899396f244a932b1.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საახალწლო ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე 30 დეკემბრის 24:00 საათიდან 4 იანვრის 24:00 საათამდე პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება სრულად შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.უწყების ცნობით, შეზღუდვა გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით, ასევე მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით იმოქმედებს.„შეზღუდვა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ევროპის მოედნის მიმართულებით და ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან გორგასლის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ასევე თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც:ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან, მეტეხის ხიდის ნაცვლად, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები - N538, N547, N550, N580 გადაადგილებას შეძლებენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე>>>
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894970_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_d729bc0fd6caed39d908bd58ce61917b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი წელი 2023, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი წელი 2023, საზოგადოება, ახალი ამბები
მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 4 იანვრამდე შეიზღუდება
14:47 29.12.2022 (განახლებულია: 17:20 29.12.2022) როგორც მერიაში განმარტეს, შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საახალწლო ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე 30 დეკემბრის 24:00 საათიდან 4 იანვრის 24:00 საათამდე პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება სრულად შეიზღუდება,
იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, შეზღუდვა გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით, ასევე მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით იმოქმედებს.
„შეზღუდვა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ევროპის მოედნის მიმართულებით და ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან გორგასლის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ასევე თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც:
ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან, მეტეხის ხიდის ნაცვლად, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები - N538, N547, N550, N580 გადაადგილებას შეძლებენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე>>>