https://sputnik-georgia.com/20221229/megi-baqrazis-saqme-braldebul-eqims-girao-seefarda-273543601.html
მეგი ბაქრაძის საქმე: ბრალდებულ ექიმს გირაო შეეფარდა
მეგი ბაქრაძის საქმე: ბრალდებულ ექიმს გირაო შეეფარდა
Sputnik საქართველო
სასამართლო სხდომაზე გირაოს შეფარდების შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. 29.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-29T19:44+0400
2022-12-29T19:44+0400
2022-12-29T22:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58ca49186d45076c6d7b655a1be40de0.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის „იმედის“ კლინიკის ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4.000 ლარის გირაო შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.სხდომაზე გირაოს შეფარდების შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა.დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.პროკურატურამ წელიწად-ნახევრის შემდეგ გამოავლინა ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში უშუალო დამნაშავე. იგი კლინიკის ექიმი აღმოჩნდა, რომელიც ასევე ცრუ ჩვენების მიცემაშია ბრალდებული. გამოძიება მას ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას ედავება.27 წლის მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს თბილისში გარდაიცვალა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გამოძიების ფარგლებში ამ კლინიკის ორ ექიმს და ერთ ექთანს, მათ შორის ხსენებულ ექიმს, ბრალი წარედგინათ პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. აღნიშნული პირები ამ დროისათვის გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.როგორც პროკურატურამ დაადგინა, იმ დროს არსებული პროტოკოლის მიუხედავად, რომლის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში პაციენტი ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ექიმმა მეგი ბაქრაძე მხოლოდ 20 წუთის შემდეგ გასინჯა.გამოძიებით დადგინდა, რომ ექიმმა მედდა 2021 წლის 18 მარტს მხოლოდ მაშინ ნახა, როდესაც იგი უკვე ცუდად იყო – ახალგაზრდა ქალს კისრისა და გულ-მკერდის არეში სიწითლე აღენიშნებოდა და სხვა ექიმები ვენაში კათეტერს უდგამდნენ, რადგანაც მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.მიუხედავად ამისა, ექიმმა, რომელიც ვალდებული იყო მედდისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინა, კლინიკიდან წავიდა.პროკურატურის განცხადებით, რამდენადაც ბაქრაძეს დროულად არ აღმოუჩინეს დახმარება, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ანაფილაქსიური შოკით გამოწვეული გართულებების შედეგად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.ექიმს ბრალი წარედგინა სსკ-ის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_32e7e1f1962c1899e9e49e25f75ea066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება
მეგი ბაქრაძის საქმე: ბრალდებულ ექიმს გირაო შეეფარდა
19:44 29.12.2022 (განახლებულია: 22:05 29.12.2022) სასამართლო სხდომაზე გირაოს შეფარდების შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის „იმედის“ კლინიკის ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4.000 ლარის გირაო შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
სხდომაზე გირაოს შეფარდების შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
პროკურატურამ წელიწად-ნახევრის შემდეგ გამოავლინა ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში უშუალო დამნაშავე. იგი კლინიკის ექიმი აღმოჩნდა, რომელიც ასევე ცრუ ჩვენების მიცემაშია ბრალდებული. გამოძიება მას ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას ედავება.
27 წლის მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს თბილისში გარდაიცვალა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გამოძიების ფარგლებში ამ კლინიკის ორ ექიმს და ერთ ექთანს, მათ შორის ხსენებულ ექიმს, ბრალი წარედგინათ პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. აღნიშნული პირები ამ დროისათვის გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.
როგორც პროკურატურამ დაადგინა, იმ დროს არსებული პროტოკოლის მიუხედავად, რომლის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში პაციენტი ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ექიმმა მეგი ბაქრაძე მხოლოდ 20 წუთის შემდეგ გასინჯა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ექიმმა მედდა 2021 წლის 18 მარტს მხოლოდ მაშინ ნახა, როდესაც იგი უკვე ცუდად იყო – ახალგაზრდა ქალს კისრისა და გულ-მკერდის არეში სიწითლე აღენიშნებოდა და სხვა ექიმები ვენაში კათეტერს უდგამდნენ, რადგანაც მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მიუხედავად ამისა, ექიმმა, რომელიც ვალდებული იყო მედდისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინა, კლინიკიდან წავიდა.
პროკურატურის განცხადებით, რამდენადაც ბაქრაძეს დროულად არ აღმოუჩინეს დახმარება, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ანაფილაქსიური შოკით გამოწვეული გართულებების შედეგად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.
ექიმს ბრალი წარედგინა სსკ-ის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.