იარაღი შემთხვევით გაუვარდა: ინციდენტი გორის იუსტიციის სახლში

CC BY 2.0 / Tex Texin / "Crime Scene Do Not Cross" tape„არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!“
„არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. გორში, იუსტიციის სახლში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაცვის თანამშრომელმა სხეულის დაზიანება მიიღო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს იარაღი, სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტერფის არეში დაზიანება მიიღო. დაშავებული ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0