გიორგი გახარია პოლიტიკურ ბრძოლას აანონსებს

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, ყოფილი პრემიერის პარტია „საქართველოსთვის“ ბრძოლისთვისაა შექმნილი.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პოლიტიკურ ბრძოლას აანონსებს. მომავალი წლიდან 2024 წლის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური ბატალიები იქნება, განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ.
გახარიამ ადრე განაცხადა, რომ 2023 წელი მძიმე ბრძოლის წელი იქნება. ექს-პრემიერის თქმით, ქვეყანა ორი ერთმანეთის მოწინააღმდეგე ადამიანის – „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაშია. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, 2023 წელს ბევრი ადამიანის ღირსება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ამას ვერავინ დაემალება.

„ყოველთვის უნდა უფრთხილდნენ მდუმარე ადამიანს. გახარია აანონსებს პოლიტიკურ ბრძოლას, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ბრძოლებისთვის ვართ შექმნილი, იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს... გახარია ამბობს, რომ შემდეგი წლიდან 2024 წლის არჩევნების დღის ჩათვლით ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბატალიები იქნება“, – განაცხადა ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან.

პოლიტიკოსის თქმით, მათ „უბრალოდ უნდა ააფეთქონ“ არგუმენტი – „ თუ „ოცნებას“ ხმა არ მივეცი, მაშინ „ნაციონალები“ მოვლენ“.
„ქართულ პოლიტიკაში მესამე ალტერნატივა ნამდვილად გაჩნდება“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის მაისში დააფუძნა გიორგი გახარიამ, რომელმაც მანამდე, თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტი და „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა. პირველივე არჩევნებზე პარტიამ მესამე შედეგი აჩვენა და ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში მანდატი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0