https://sputnik-georgia.com/20221229/ekaterine-meore-suvoroi-oedsa-273522615.html
ოდესიდან რუსეთის იმპერატრიცისა და მხედართმთავრის ძეგლები აიღეს - ვიდეო
ოდესიდან რუსეთის იმპერატრიცისა და მხედართმთავრის ძეგლები აიღეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ქალაქ ოდესაში რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა II-ისა და მხედართმთავარ ალექსანდრ სუვოროვის ძეგლების დემონტაჟი დასრულდა. 29.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-29T14:53+0400
2022-12-29T14:53+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/19/272463062_0:309:2048:1461_1920x0_80_0_0_e3bde5ddd491f3a9a597ec043b01a491.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ქალაქ ოდესაში რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა II-ისა და მხედართმთავარ ალექსანდრ სუვოროვის ძეგლების დემონტაჟი დასრულდა.დემონტაჟისთვის მზადება 28 დეკემბერს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.როგორც ქალაქის ხელისუფლება იუწყება, ორივე მოხსნილ ფიგურას ოდესის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში გადაიტანენ.ძეგლების აღების გადაწყვეტილება ქალაქის საბჭომ 30 ნოემბერს მიიღო ხმათა უმრავლესობით (90%). ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. კერძოდ, აგვისტოში ამაზე ისტორიულ-ტოპონიმიკურმა კომისიამ იმსჯელა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, შეეძლო თუ არა მას რეკომენდაცია გაეცა ქალაქის დამაარსებლის მონუმეტის აღებაზე. შესაბამისად, სექტემბერში ქალაქის საბჭო ვერ შეთანხმდა, უნდა აეღოთ თუ არა ეკატერინა II-ის ძეგლი.ნოემბრის დასაწყისში იმპერატრიცის მონუმენტი უცნობი პირების თავდასხმის ობიექტი გახდა: მას თავზე წითელი ჩაჩი დაახურეს, ხელზე ყულფი ჩამოჰკიდეს, პოსტამენტზე კი სალანძღავი ფრაზა დააწერეს. რამდენიმე დღის შემდეგ ხელისუფლებამ ძეგლის აღების შესახებ ელექტრონული კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა. ქალაქის მოსახლეობამ ძეგლის დემონტაჟს დაუჭირა მხარი. 24 ნოემბერს იგივე გადაწყვეტილება მიიღო ოდესის აღმასკომმაც.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/19/272463062_0:117:2048:1653_1920x0_80_0_0_b08e82521ae0b8d1084d5e4bd6224e03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ქალაქ ოდესაში რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა II-ისა და მხედართმთავარ ალექსანდრ სუვოროვის ძეგლების დემონტაჟი დასრულდა.
დემონტაჟისთვის მზადება 28 დეკემბერს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
როგორც ქალაქის ხელისუფლება იუწყება, ორივე მოხსნილ ფიგურას ოდესის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში გადაიტანენ.
ძეგლების აღების გადაწყვეტილება ქალაქის საბჭომ 30 ნოემბერს მიიღო ხმათა უმრავლესობით (90%). ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. კერძოდ, აგვისტოში ამაზე ისტორიულ-ტოპონიმიკურმა კომისიამ იმსჯელა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, შეეძლო თუ არა მას რეკომენდაცია გაეცა ქალაქის დამაარსებლის მონუმეტის აღებაზე. შესაბამისად, სექტემბერში ქალაქის საბჭო ვერ შეთანხმდა, უნდა აეღოთ თუ არა ეკატერინა II-ის ძეგლი.
ნოემბრის დასაწყისში იმპერატრიცის მონუმენტი უცნობი პირების თავდასხმის ობიექტი გახდა: მას თავზე წითელი ჩაჩი დაახურეს, ხელზე ყულფი ჩამოჰკიდეს, პოსტამენტზე კი სალანძღავი ფრაზა დააწერეს.
რამდენიმე დღის შემდეგ ხელისუფლებამ ძეგლის აღების შესახებ ელექტრონული კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა. ქალაქის მოსახლეობამ ძეგლის დემონტაჟს დაუჭირა მხარი. 24 ნოემბერს იგივე გადაწყვეტილება მიიღო ოდესის აღმასკომმაც.