https://sputnik-georgia.com/20221229/-----80----273540485.html
სხდომები გააცდინეს: „ურჩ" დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ
სხდომები გააცდინეს: „ურჩ" დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის განმავლობაში საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის ხელფასიდან... 29.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-29T18:17+0400
2022-12-29T18:17+0400
2022-12-29T21:51+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270138059_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_df50af9d6434a06e66eaa391a2727be1.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის განმავლობაში საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითული თანხა 80 ათასს ლარს შეადგენს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.დეპუტატის ხელფასი 4,6 ათასი ლარია. კომიტეტების თავმჯდომარეები და უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები 5,5 ათას ლარს იღებენ, პარლამენტის თავმჯდომარე – 6,7 ათას ლარს. პარლამენტის კომიტეტისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პარლამენტის წევრებს ხელფასის 10% უკავდება.საქართველოს პარლამენტში ამჟამად სულ 141 დეპუტატია, საიდანაც 83 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, 58 კი ოპოზიციონერი დეპუტატია. ოპოზიციონერი დეპუტატებიდან 23 არცერთ ფრაქციაში და პოლიტიკურ ჯგუფში არ შედის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270138059_49:0:1489:1080_1920x0_80_0_0_e6df2ffcd499ba5483298228316616af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
სხდომები გააცდინეს: „ურჩ" დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ
18:17 29.12.2022 (განახლებულია: 21:51 29.12.2022) თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის განმავლობაში საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითული თანხა 80 ათასს ლარს შეადგენს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
დეპუტატის ხელფასი 4,6 ათასი ლარია. კომიტეტების თავმჯდომარეები და უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები 5,5 ათას ლარს იღებენ, პარლამენტის თავმჯდომარე – 6,7 ათას ლარს. პარლამენტის კომიტეტისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პარლამენტის წევრებს ხელფასის 10% უკავდება.
„დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითულმა თანხამ მთლიანობაში 80 ათასი ლარი შეადგინა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ თანხის 77% პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, რაც დაახლოებით 60 ათასი ლარია. ჩვენ მივმართეთ ხაზინადართა საბჭოს. საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში ამჟამად სულ 141 დეპუტატია, საიდანაც 83 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, 58 კი ოპოზიციონერი დეპუტატია. ოპოზიციონერი დეპუტატებიდან 23 არცერთ ფრაქციაში და პოლიტიკურ ჯგუფში არ შედის.