ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში შვიდი კატეგორიიდან სამის სათავეში ქართველი დგას

© photo: Sputnik / Stringerტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
შემდეგი ცვლილებები რეიტინგში 27-29 იანვარს პორტუგალიის გრან-პრის შემდეგ შევა.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წლის შემაჯამებელი რეიტინგი განაახლა, სადაც შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში ქართველი ძიუდოისტები ლიდერობენ.
ლაშა შავდათუაშვილი 6.615 ქულით ლიდერობს 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.
თავისი შედეგი 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გააუმჯობესა ტატო გრიგალაშვილმა, რომელსაც 9.296 ქულით კვლავ პირველი ადგილი უკავია.
ილია სულამანიძე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რეიტინგის სათავეში 5.5752 ქულით მოექცა.
თავის წონაში ლიდერობის გარდა, ტატო გრიგალაშვილს 9.296 ქულით პირველი ადგილი უკავია ყველა წონით კატეგორიაში (მამაკაცებსა და ქალებს შორის).
რაც შეეხება სხვა ქართველ ძიუდოისტებს, გურამ თუშიშვილმა სუპერმძიმე წონაში 4.699 ქულით მეორე პოზიცია შეინარჩუნა.
ბექა ღვინიაშვილი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ლუკა მაისურაძე – მეოთხეს.
რეიტინგი განახლდება პორტუგალიის გრანდ-სლემის მერე, რომელიც 27-29 იანვარს გაიმართება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0