თბილისში მიმდინარეობს გამოფენა „ოთხი ქალი, ოთხი რეალობა“

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი
თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
გამოფენის არცერთი მონაწილე არ მიეკუთვნება მხატვართა არცერთ პროფესიულ ჯგუფს ან სკოლას, მათთვის ხელოვნება – ყოველდღიურობაა, აღნიშნავენ მუზეუმში.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენა „ოთხი ქალი, ოთხი რეალობა“, სადაც წარმოდგენილია აბსოლუტურად განსხვავებული სტილისა და ხედვის მხატვრების შემოქმედება.
პროექტში მონაწილეობენ ლანა ღოღობერიძე, ნატო სირბილაძე, ემა ზარაფიშვილი-ხუციშვილი და ჯული რობაქიძე.
როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, არცერთი მათგანი არ მიეკუთვნება პროფესიულ მხატვართა ჯგუფს თუ სკოლას, მათთვის ხელოვნება ყოველდღიურობაა. მათი შემოქმედება ხშირად არის წარდგენილი კერძო გალერეებში, მონაწილეობენ მსოფლიო არტ-ბაზრობებსა და ჯგუფურ გამოფენებში.

„ოთხივე ხელოვანი ქმნის პრიმიტივისტულ და ზოგჯერ უკიდურესად ინდივიდუალისტურ ხელოვნებას. მათი გამოსახული სამყარო ერთგვარი მიკრომოდელებია – გამოგონილი რეალობა, განზოგადებული პერსონაჟები, უდროობის განცდა და დასმული არაერთი კითხვა“, – აღნიშნულია გამოფენის ორგანიზატორების ანონსში.

გამოფენის კურატორია კონსტანტინე ბოლქვაძე. ექსპოზიცია 2023 წლის 22 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0