„სააკაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობით არასდროს გამოირჩეოდა" - ექსპერტი

გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი არასდროს გამოირჩეოდა ფსიქიკური ჯანმრთელობით, სინამდვილეში მას ახალი არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ თავს ასაღებს წამებულად, განაცხადა პუბლიცისტმა ბაია ამაშუკელმა.
ამის შესახებ ბაია ამაშუკელმა ისაუბრა პრესკონფერენციაზე „2022 წლის შეჯამება საქართველოსთვის“, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
ექსპერტთა ჯგუფის წევრი ექიმები აცხადებენ, რომ მიმდინარე მკურნალობა შედეგებს არ იძლევა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი მოითხოვენ სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა საჭირო მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს.
სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა 2021 წლის 29 სექტემბერს, ხოლო 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. იმ დროს მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე.
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს კიდევ სამ საქმეს მის წინააღმდეგ – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლა და საზღვრის უკანონო კვეთა.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. გარდა ამისა, 2020 წლიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელია.
ყველა ახალი ამბავი
0