პუტინმა ნავთობის ზღვრულ ფასად გაყიდვა აკრძალა: ბრძანებულება ხელმოწერილია

  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 2023 წლის 1 თებერვლიდან რუსული ნავთობის ზედა ზღვრულ ფასად მიწოდებები იკრძალება.
რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, მათი მიწოდებების შეჩერების თარიღს რუსეთის მთავრობა ცალკე დაადგენს.
ბრძანებულების მოქმედების ვადა 2023 წლის 1 ივლისამდე განისაზღვრა.
დოკუმენტის თანახმად, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება იმ შემთხვევაში იკრძალება, თუ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება პირდაპირ ან ირიბად ითვალისწინებს ფასის ზედა ზღვარს.
მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ძალაში შევიდა დასავლეთის ნავთობსანქციები: ევროკავშირმა საზღვაო გზით გადაზიდული რუსული ნავთობის მიღება შეწყვიტა, ხოლო G7-ის ქვეყნებმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა ზედა ზღვრული ფასი დააწესეს რუსულ ნავთობზე — ერთ ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. ამაზე უფრო მაღალ ფასად ნავთობის გადაზიდვა და დაზღვევა იკრძალება.
ყველა ახალი ამბავი
0