როგორ მიულოცავს პუტინი რუსეთს ახალ წელს: პესკოვის განმარტება

© photo: Sputnik / Mikhail Voskreenskiyკრემლის საათი
კრემლის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტრადიციულად მიულოცავს რუსეთის მოსახლეობას ახალ წელს, განუცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

„ჩვენ არასდროს ვამხელთ, როგორ და როდის იწერება პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი ტრადიციულად შუაღამით მიმართავს რუსეთის მოსახლეობას და დამდეგ ახალ წელს მიულოცავს. პრეზიდენტის თითოეული საახალწლო მილოცვა, რა თქმა უნდა, გასული წლის ანაბეჭდს ატარებს და შეიცავს გარკვეულ ძირითად ფრაზებს — ახალი წლის ძირითად გზავნილებს. ასე იქნება ამჯერადაც“, — განმარტა პესკოვმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად, იქნება თუ არა პრეზიდენტის წლევანდელი მილოცვა განსხვავებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ მიმდინარეობის ფონზე, კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფონში, რომელზეც მილოცვა ჩაიწერება, არანაირი ცვლილება არ იგეგმება.
ტრადიციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა 31 დეკემბრის 23:55 საათზე იწყება. პრეზიდენტის გამოსვლის დასრულებისთანავე ტელევიზიით ისმის კრემლის კურანტების ხმა, შემდეგ კი რუსეთის ჰიმნი ჟღერს.
ყველა ახალი ამბავი
0