https://sputnik-georgia.com/20221228/leskovi-serbetze-rusetis-gavlenis-sesaxeb-273486342.html
სერბეთზე რუსეთის გავლენა: კრემლში კომენტარი გააკეთეს
სერბეთზე რუსეთის გავლენა: კრემლში კომენტარი გააკეთეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სერბეთი სუვერენული სახელმწიფოა და რუსეთი მასზე არანაირ დესტრუქციულ გავლენას არ ახდენს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის... 28.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-28T16:40+0400
2022-12-28T16:40+0400
2023-07-20T15:48+0400
კონფლიქტები
სერბეთი
კოსოვო
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/13/250946318_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_9bacb964885ef6bd3580e4b4b763faf3.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სერბეთი სუვერენული სახელმწიფოა და რუსეთი მასზე არანაირ დესტრუქციულ გავლენას არ ახდენს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.მანამდე კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯელალ შვეჩლამ განაცხადა, რომ რუსეთის გავლენით სერბეთს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს, რისთვისაც სერბული უმცირესობის აჯანყებებს უჭერს მხარს კოსოვოს დასახლებებში. ამასთან კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება, რა ხდება და როგორაა უზრუნველყოფილი სერბთა უფლებები, ვინაიდან სერბეთთან მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობები აქვს — როგორც ისტორიული, ისე სულიერი თუ სხვა ტიპისა.მანამდე სერბეთის შეიარაღებული ძალები, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ბრძანებით, საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს კოსოვოსთან საზღვარზე.სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტი მიმდინარე წლის ივლისში გამწვავდა, როდესაც პრიშტინამ კოსოვოში შემსვლელი სერბებისთვის დროებითი დოკუმენტების შემოღება გადაწყვიტა და სერბულ უმცირესობას სერბული საავტომობილო ნომრების ადგილობრივით შეცვლა მოსთხოვა. კოსოვოელმა სერბებმა პროტესტის ნიშნად ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც პრიშტინამ ახალი წესების შემოღება გადადო.ნოემბრის ბოლოს ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ კოსოვომ და სერბეთმა საავტომობილო ნომრებთან დაკავშირებული დავა მოაგვარეს, თუმცა რეგიონში კონფლიქტები მაინც გრძელდებოდა.ბოლო ინციდენტი 25 დეკემბრის საღამოს მოხდა ზუბინ-პოტოკში, სადაც ადგილობრივ სერბებს ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი გზები. როგორც ნატოს მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი ერთ-ერთი საპატრულო პუნქტის მახლობლად უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა ცალმხრივად, რაც ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ და შეერთებულმა შტატებმაც აღიარა. ბელგრადს კი კოსოვო თავის ავტონომიურ რესპუბლიკად მიაჩნია და არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას. სერბეთის პოზიციას იზიარებენ: რუსეთი, ზოგი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ევროკავშირის ხუთი ქვეყანა, ასევე ჩინეთი და ინდოეთი.
სერბეთი
კოსოვო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/13/250946318_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_15d68b09afffd2a1388d7a4ae21fe35b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კონფლიქტები, სერბეთი, კოსოვო, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
კონფლიქტები, სერბეთი, კოსოვო, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სერბეთი სუვერენული სახელმწიფოა და რუსეთი მასზე არანაირ დესტრუქციულ გავლენას არ ახდენს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯელალ შვეჩლამ განაცხადა, რომ რუსეთის გავლენით სერბეთს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს, რისთვისაც სერბული უმცირესობის აჯანყებებს უჭერს მხარს კოსოვოს დასახლებებში.
„ბუნებრივია, სერბეთი სუვერენული ქვეყანაა და მასზე რუსეთის რაიმე დესტრუქციული გავლენის ძებნა აბსოლუტურად არასწორია. სერბეთი იცავს სერბების უფლებებს, რომლებიც ესოდენ რთულ პირობებში ცხოვრობენ და, ბუნებრივია, ხისტად რეაგირებს, როდესაც ეს უფლებები ირღვევა“, — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება, რა ხდება და როგორაა უზრუნველყოფილი სერბთა უფლებები, ვინაიდან სერბეთთან მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობები აქვს — როგორც ისტორიული, ისე სულიერი თუ სხვა ტიპისა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელგრადს იმ ნაბიჯებში, რომლებსაც ის დგამს“, — დაასკვნა პესკოვმა.
მანამდე სერბეთის შეიარაღებული ძალები, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ბრძანებით, საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს კოსოვოსთან საზღვარზე.
სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტი მიმდინარე წლის ივლისში გამწვავდა, როდესაც პრიშტინამ კოსოვოში შემსვლელი სერბებისთვის დროებითი დოკუმენტების შემოღება გადაწყვიტა და სერბულ უმცირესობას სერბული საავტომობილო ნომრების ადგილობრივით შეცვლა მოსთხოვა. კოსოვოელმა სერბებმა პროტესტის ნიშნად ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც პრიშტინამ ახალი წესების შემოღება გადადო.
ნოემბრის ბოლოს ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ კოსოვომ და სერბეთმა საავტომობილო ნომრებთან დაკავშირებული დავა მოაგვარეს, თუმცა რეგიონში კონფლიქტები მაინც გრძელდებოდა.
ბოლო ინციდენტი 25 დეკემბრის საღამოს მოხდა ზუბინ-პოტოკში, სადაც ადგილობრივ სერბებს ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი გზები. როგორც ნატოს მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი ერთ-ერთი საპატრულო პუნქტის მახლობლად უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა ცალმხრივად, რაც ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ და შეერთებულმა შტატებმაც აღიარა. ბელგრადს კი კოსოვო თავის ავტონომიურ რესპუბლიკად მიაჩნია და არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას. სერბეთის პოზიციას იზიარებენ: რუსეთი, ზოგი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ევროკავშირის ხუთი ქვეყანა, ასევე ჩინეთი და ინდოეთი.