Future Kvara: „ნაპოლის“ შემადგენლობაში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი მოხვდეს

© courtesy of Giorgi Kvernadzeგიორგი კვერნაძე
გიორგი კვერნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ის იჯარის უფლებით „თელავში“ თამაშობდა.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე იტალიური „ნაპოლის“ სპორტული პრეზიდენტის კრისტიან ჯინტოლის ინტერესთა სფეროში მოხვდა; მან შეიძლება კლუბის რიგები შეავსოს და ხვიჩა კვარაცხელიას შეუერთდეს, იუწყება იტალიური მასმედია.

„თუ ხარ 19 წლის ქართველი, თამაშობ თავდასხმაში, შეგიძლია გოლის გატანა თავითაც კი და შენ ახალი „კვარა“ ხარ, ეს გარდაუვალია – შენი გზა ნეაპოლში მიდის, მომავლის ქალაქში“, – წერს გამოცემა Corrieredellosport-ის ავტორი.

გიორგი კვერნაძე საფეხბურთო სკოლა „საბურთალოს“ აღზრდილია. ის აქამდე იჯარის უფლებით „თელავში“ თამაშობდა, ხოლო ახალ სეზონზე მას ბათუმის „დინამოში“ გადასვლას სთავაზობენ.
როგორც Corrieredellosport აღნიშნავს, მისი ფასი ყველაზე პრესტიჟულ გერმანულ პორტალ „ტრანსფერმარკეტზე“ 300 ათასი ევროა, რაც „ძალზე კარგი მაჩვენებელია“.
ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ ამ ზაფხულს გადავიდა. მისთვის 10 მლნ ევრო გადაიხადეს.
კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მაშინვე გახდა. სულ რაღაც სამ თვეში ის სერია А-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. იტალიის ფეხბურთის ასოციაციაში (AIC) მაშინ აღნიშნეს, რომ „ეს დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მოთამაშისთვის მხოლოდ დასაწყისია“.
გულშემატკივარმა „კვარას“ რამდენიმე მეტსახელი შეარქვა: „კვარადონა“, „კვარავაჯო“, „კვარასტელა“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0