მოსაზრება: „ბახმუტის ხორცსაკეპში“ უცხოელებს უშვებენ

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
სპეცოპერაციის მსვლელობისას რუსეთის ჯარი მეთოდურად წმენდს არტიომოვსკს (ბახმუტს) უკრაინელებისგან. კიევი ბრძოლაში უკანასკნელ რეზერვებს უშვებს – უცხოელ დაქირავებულ და მოუმზადებელ რეზერვისტებს.
რუსული ჯარი ბრძოლებს უკვე ქალაქის სამხრეთ ნაწილში აწარმოებს. „ვაგნერის“ შემტევი ჯგუფები წინ მიიწევენ.
ლუგანსკის საჯარისო კორპუსის მეთაურის მოადგილემ აპტა ალაუდინოვმა დღეს განაცხადა, რომ არტიომოვსკს გეგმაზომიერად აქცევენ ალყაში. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქალაქი ჯერ არ არის აღებული, არის რუსული ჯარის მცდელობა, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
ზელენსკი ითხოვს ქალაქის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად, თუმცა რუსული არტილერიის უპირატესობის პირობებში ეს შეუძლებელია. რეზერვისტების მომზადება და შეიარაღება სრულებით არ არის საკმარისი მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებებისთვის. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი შიშობს, რომ რუსეთის ჯარი დონეცკის საზღვარზე 2022 წლის ბოლომდე მივა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 დეკემბერს აღნიშნა, რომ სიტუაცის დონბასში კვლავაც რთულია, ვინაიდან რუსული ძალები განაგრძობენ არსებული რესურსის გამოყენებას ზოგიერთი წარმატების მისაღწევად. კიევის რესურსი საკმარისი არ არის ეფექტური წინააღმდეგობის გასაწევად.

კიევის არჩევანი - ამერიკანიზაცია, მობილიზაცია, სიკვდილი

ბრძოლა არტიომოვსკისთვის რამდენიმე თვეა გრძელდება. კიევი გამუდმებით ისვრის ბახმუტისკენ ახალ-ახალ რეზერვებს და პრაქტიკულად ყველა უკრაინელს ესმის, რომ ქალაქის შენარჩუნება შეუძლებელია. დასავლეთის მიერ გამოგზავნილი იარაღი და საბრძოლო მასალა იწურება.
20 დეკემბერს უკრაინის პარლამენტმა გაამკაცრა კანონი და სასჯელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ საბრძოლო პოზიციების დატოვების, დაუმორჩილებლობისთვის და სამსახურისგან თავის არიდების შემთხვევაში.
რუსეთის ჯარი უტევს კუპიანსკსა და ლიმანს, წარმატებით მიიწევს წინ ავდეევის მიმართულებით. რუსულმა არტილერიამ და სარაკეტო ჯარმა დაარტყეს უკრაინის მე-80 სადესანტო-შემტევი ბრიგადის სათადარიგო სამეთაურო პუნქტს, 67 საარტილერიო დანაყოფს საცეცხლე პოზიციებზე, ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას 89 პუნქტში.
მხოლოდ ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსული ჯარი ჯერ იცავს აქტიური თავდაცვის ტაქტიკას. უკრაინის გენშტაბშიც აღნიშნავენ, რომ რუსეთის შეტევა შეუქცევადია, საჰაერო და სარაკეტო დარტყმები კი არ წყდება.
პენტაგონის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა დუგლას მაკგრეგორმა გუშინ ისაუბრა უკრაინის ჯარის დიდ დანაკარგზე: „35 ათასი დაიკარგა უგზოუკვლოდ, 100 ათასზე მეტი დაიღუპა... ახლა ისინი ცდილობენ მოზარდების მობილიზებას“. მაკგრეგორი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი დიდი ხანია მიეყიდა ვაშინგტონს და საჯაროდ არ ამხელს მთელ სიმართლეს, რათა გააგრძელოს დასავლეთის დაფინანსება. მეორე მხრივ, მაკგრეგორის სიტყვებით, აშშ-ის ადმინისტრაციაში „არავის არ სურს იმის აღიარება, რომ საშინელი შეცდომა დაუშვეს და საფრთხის ქვეშ დააყენეს უკრაინის არსებობა“.
აშშ-ის ექს-სენატორმა, პოლკოვნიკმა რიჩარდ ბლეკმა ამას წინათ განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა კიევისთვის კატასტროფად იქცა.
კიდევ ერთმა ამერიკელმა პოლკოვნიკმა ენდრიუ მილბერნმა უკრაინაში ჯარისკაცების რამდენიმეთვიანი წვრთნის შემდეგ პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინა - კორუმპირებული საზოგადოებაა. ვაშინგტონი მაინც განაგრძობს ევროპელი მოკავშირეების კვებას ცრუ იმედებით უკრაინის გამარჯვებისა და რუსეთის დამარცხების შესახებ. შესაძლოა, ემზადება უკრაინაში გასაგზავნად უცხოური ჯარების კოალიციის შესაქმნელად. პოლონეთის პარლამენტი უკვე მუშაობს საკანონმდებლო ბაზაზე თავისი მოხალისეების ლეგალიზაციისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0