ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
© AP Photo / Zurab Tsertsvadzeფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია
© AP Photo / Zurab Tsertsvadze
გამოწერა
ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ნაკრების ფეხბურთელები, სპორტული მედიის წარმომადგენლები
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ეს გადაწყვეტილება წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, GFF Awards 2022-ზე ორშაბათ საღამოს გამოაცხადეს.
გამოკითხვაში ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელი და თერთმეტი ფეხბურთელი, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სპორტული მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი).
რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ:
სეზონის საუკეთესო გოლი – მილან რადინი („დინამო“ ბათუმი)
სეზონის საუკეთესო მეკარე – ლუკა კუტალაძე („დინამო“ თბილისი)
სეზონის საუკეთესო მცველი – ჯიმი ტაბიძე („დინამო“ თბილისი“)
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“ ბათუმი)
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი – ჯოვინო ფლამარიონი („დინამო“ ბათუმი)
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი – ჯოვინო ფლამარიონი („დინამო“ ბათუმი)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჭიაბრიშვილი („დინამო“ თბილისი)
სეზონის საუკეთესო მსაჯი – ალექსანდრე აფციაური
საუკეთესოების გამოვლენის შემდეგ ეროვნული ლიგის 2022 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს:
მეკარე – კუტალაძე („დინამო თბილისი“)
მცველები – გოჩოლეიშვილი („საბურთალო“), მონტეირო („ტორპედო“), ტაბიძე („დინამო“ თბილისი), ვანდერსონ სილვა („დილა“)
ნახევარმცველები – მექვაბიშვილი („დინამო“ თბილისი), ჯეფერსონ ჯერალდო („სამგურალი“), ალთუნაშვილი („დინამო“ ბათუმი)
თავდამსხმელები – ფლამარიონი („დინამო“ ბათუმი), სხირტლაძე („დინამო“ თბილისი), ხვიჩა კვარაცხელია („დინამო“ ბათუმი/„ნაპოლი“)