https://sputnik-georgia.com/20221226/uranis-partia-yazaxetidan-kanadasi-saqartvelos-gavlit-caitanes-273396732.html
ურანის პარტია ყაზახეთიდან კანადაში საქართველოს გავლით ჩაიტანეს
ურანის პარტია ყაზახეთიდან კანადაში საქართველოს გავლით ჩაიტანეს
Sputnik საქართველო
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც საქართველოზე გადის, ცენტრალური აზიის რეგიონიდან დასავლეთის ბაზარზე პროდუქციის გადასაზიდად... 26.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-26T09:56+0400
2022-12-26T09:56+0400
2022-12-26T14:24+0400
ყაზახეთი
ახალი ამბები
ეკონომიკა
კანადა
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1a/273395650_0:321:3071:2048_1920x0_80_0_0_7686e407874a37809c1d91175d69efce.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. „ყაზატომპრომმა“ ბუნებრივი ურანის პარტიის ფიზიკური მიწოდება კანადაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით დაასრულა, იუწყება Sputnik–ყაზახეთი.კომპანია 2018 წლიდან წარმატებით იყენებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს, როგორც ალტერნატიულ მარშრუტს პროდუქციის დასავლეთის ბაზარზე მიწოდებისთვის, აღნიშნეს „ყაზატომპრომში“.პორტში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინკაის“ დამატებით მასალას ელოდებოდნენ კონსოლიდაციის და ურანის ჩარტერულ გემზე ჩატვირთვისთვის დანიშნულების ადგილისკენ მისი შემდგომი ტრანსპორტირებისთვის.კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ ურანის ტვირთი, რომელიც ეკუთვნის „ყაზატომპრომსა“ და „ინკაის“, წარმატებით ჩავიდა კანადის პორტში.„ყაზატომპრომი“ განაგრძობს თვალყურის დევნებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე და ამ სანქციების პოტენციურ გავლენაზე მზა პროდუქციის რუსული ტერიტორიების გავლით ტრანსპორტირებაზე.„ამჟამად არ შეინიშნება რაიმე სახის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებული მზა პროდუქციის კლიენტებისთვის მიწოდებასთან მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყაზახეთი
კანადა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1a/273395650_90:0:2821:2048_1920x0_80_0_0_b5ac7eda8ee1274e0c12535a0ac6af76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყაზახეთი, ახალი ამბები, ეკონომიკა, კანადა , საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
ყაზახეთი, ახალი ამბები, ეკონომიკა, კანადა , საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
ურანის პარტია ყაზახეთიდან კანადაში საქართველოს გავლით ჩაიტანეს
09:56 26.12.2022 (განახლებულია: 14:24 26.12.2022) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც საქართველოზე გადის, ცენტრალური აზიის რეგიონიდან დასავლეთის ბაზარზე პროდუქციის გადასაზიდად გამოიყენება.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. „ყაზატომპრომმა“ ბუნებრივი ურანის პარტიის ფიზიკური მიწოდება კანადაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით დაასრულა, იუწყება
Sputnik–ყაზახეთი.
კომპანია 2018 წლიდან წარმატებით იყენებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს, როგორც ალტერნატიულ მარშრუტს პროდუქციის დასავლეთის ბაზარზე მიწოდებისთვის, აღნიშნეს „ყაზატომპრომში“.
2022 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით, „ყაზატომპრომის“ კუთვნილი ტვირთის ნაწილი ფოთის პორტში შევიდა.
პორტში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინკაის“ დამატებით მასალას ელოდებოდნენ კონსოლიდაციის და ურანის ჩარტერულ გემზე ჩატვირთვისთვის დანიშნულების ადგილისკენ მისი შემდგომი ტრანსპორტირებისთვის.
კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ ურანის ტვირთი, რომელიც ეკუთვნის „ყაზატომპრომსა“ და „ინკაის“, წარმატებით ჩავიდა კანადის პორტში.
„ყაზატომპრომი“ განაგრძობს თვალყურის დევნებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე და ამ სანქციების პოტენციურ გავლენაზე მზა პროდუქციის რუსული ტერიტორიების გავლით ტრანსპორტირებაზე.
„ამჟამად არ შეინიშნება რაიმე სახის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებული მზა პროდუქციის კლიენტებისთვის მიწოდებასთან მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.